მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ევროპასთან შედარებით ჩვენთან K2 კოეფიციენტი გადაჭარბებულია” - არქიტექტორი

6243251884c1e
ანუკა ჯოხაძე
29.03.22 22:00
1097
2019 წელს თბილისის მერიამ სამშენებლო სექტორისთვის ახალი რეგულაციები აამოქმედა, რომლის მიხედვითაც დედაქალაქში სამშენებლო k2 კოეფიციენტის მატება და გაყიდვა აიკრძალა.

შესაბამისი რეკომენდაცია ამ მიმართულებით თბილისის გენერალურმა გეგმამ დადო. როგორც დღეს BM.GE-თან თბილისის გენერალური გეგმის ერთ-ერთი ავტორი მერაბ ბოლქვაძე აცხადებს, დედაქალაქში შენობების სიმჭიდროვის მაჩვენებელი საგრძნობლად განსხვავდება სხვა ქვეყნებისგან, რისი მაგალითიც ქალაქში არაერთი უბანია. მისი თქმით, K2 კოეფიციენტის მატებისა და გაყიდვის აკრძალვა ერთ-ერთი სწორი გადაწყვეტილება იყო.

“ჩვენთან K2 კოეფიციენტი ისედაც გადაჭარბებულია. ევროპულ ქალაქმშენებლობაში ინტენსივობა, K2 კოეფიციენტი არის 1.8, არაუმეტეს 2, გააჩნია ქვეყანას. ჩვენთან ეს გახლავთ 2.5. ხშირად საზოგადოებრივი საქმიანი ზონის სტატუსს იღებენ და ისევ საცხოვრებელს აშენებენ. სიმართლე რომ ვთქვათ, ასეა სამწუხაროდ. გენგეგმაზე რომ ვმუშაობდით, ვთხოვეთ მერიას, რომ ეს შეეზღუდა. ბოლო წლებში ეს შეზღუდვა მუშაობს და ძალიან სწორიც არის", - აცხადებს არქიტექტორი მერაბ ბოლქვაძე.

ცნობისთვის, თბილისის მერია სამშენებლო კომპანიებს K2 კოეფიციენტის მოსაკრებლის გადახდას ეტაპობრივად სთავაზობს. საუბარია 2019 წლამდე გაცემულ ნებართვებზე. დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე კახა კალაძემ განაცხადა, რომ შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა უკვე მომზადებულია. მისივე განცხადებით, ეს გადაწყვეტილება დარგის წარმომადგენლებთან შეხვედრების შემდეგ იმისთვის იქნა მიღებული, რომ დედაქალაქში დაუმთავრებელი მშენებლობები კვლავ არ გაჩნდეს.