მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ევროპელებისთვის პროდუქცია აღარ დაგვრჩა, პრიორიტეტი ქართულ ბაზარს მივანიჭეთ” - “ჰერბიას” დამფუძნებელი

63440c36c1030
ლიკა გურაბანიძე
10.10.22 23:45
627
“ჰერბიას პროდუქცია საქართველოს ბაზარს იმდენად მოეწონა და მოთხოვნადი გახდა, რომ ევროპელებისთვის პროდუქცია აღარ დაგვრჩა,” - ამის შესახებ bm.ge-ს “ჰერბიას” დამფუძნებელმა ზურაბ ჯანელიძემ განუცხადა.

როგორ მან აღნიშნა, ევროპის ბაზარზე ექსპორტს მცირე გაყიდვებით შეინარჩუნებენ თუმცა ძირითადი ბაზარი საქართველო იქნება.

“ჩვენ ექსპორტზე უარს არასდროს ვიტყვით, სეზონი ახლა გვეწყება და ექსპორტს ბულგარეთში განვახორციელებთ, თუმცა მცირე რაოდენობით. ადგილობრივი ბაზარი უფრო მნიშვნელოვანი გახდა.

პანდემიის პერიოდიდან დღემდე ჩვენს პროდუქციაზე ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნა იმდენად გაიზარდა, რომ წარმოება მოთხოვნას ვერ ეწევა. შესაბამისად, პრიორიტეტი ქართულ ბაზარს მივანიჭეთ,” - აღნიშნა სოფლის მეურნეობის პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია “ჰერბიას” დამფუძნებელმა.