მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპელმა ტურისტებმა ჯავშნები გააუქმეს, უფრო მეტი ნაკადი შემოვიდა რუსეთიდან - “კოსტე”

629ca920853cd
მარიამ ადამია
05.06.22 22:30
1772
"მართალია, ევროპელმა ტურისტებმა საქართველოში ჯავშნები გააუქმეს, მაგრამ უფრო მეტი ნაკადი შემოვიდა რუსეთიდან, საიდანაც ნაწილი სასტუმროშიც ჩერდება, ნაწილი კი ბინებს ქირაობს“, - ასე აფასებს სასტუმრო “კოსტეს” დამფუძნებელი BMG-სთან ტურიზმის სექტორის აღდგენის დინამიკას.

თამარ ბაღდავაძის თქმით, უკრაინაში ომის დაწყების დღიდანვე ევროპელმა ტურისტებმა ჯავშნების გაუქმება დაიწყეს.

„მიმდინარე წლის დასაწყისში პოზიტიური პროგნოზები გვქონდა და ველოდით, რომ ევროპა გაიხსნებოდა, მაგრამ უკრაინაში ომის დაწყების დღიდანვე, დაიწყო ჯავშნების გაუქმება. სამაგიეროდ, უფრო მეტი ნაკადი რუსეთიდან შემოვიდა, საიდანაც ნაწილი სასტუმროშიც ჩერდება, ნაწილი კი ბინებს ქირაობს, მაგრამ უმეტესწილად მაინც ბინას ქირაობენ, რადგან სასტუმროს სეგმენტი ნაკლებადაა. მთლიანობაში, საქართველოში იმაზე მეტი სტუმარი შემოვიდა, ვიდრე ველოდით,“ - განაცხადა თამარ ბაღდავაძემ.

ამასთან, “კოსტეს” დამფუძნებლის შეფასებით, საქართველოში ტურისტული ნაკადი მზარდია ბალტიისპირეთის ქვეყნებიდანაც, რასაც პირდაპირი ფრენების დამატება უწყობს ხელს და ასევე, გაზრდილია ტურისტების რადენობა ისრაელიდან.

„covid-შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ სექტორმა, ფაქტობრივად, ამოისუნთქა; მეტი ადამიანი მოგზაურობს, მაგრამ უკრაინის ომის გამო, მაინც მაინც ბევრი იკავებს თავს; ასევე ბილეთები არის ძალიან გაძვირებული, რაც აფერხებთ ადამიანებს, რადგან მოგზაურობა ისეთი ხელმისაწვდომი აღარ არის, როგორიც აქამდე იყო", - ამბობს თამარ ბაღდავაძე.