ბოლო 1 თვეში ევროპული ქვეყნებიდან შემოტანილი სალონური პროდუქცია 40%-ზე მეტად გაძვირდა. ფასების ზრდა ინექციული მომსახურების პროდუქტებზე უფრო მასშტაბურია, სადაც ზრდა 80%-ია. როგორც BMG-ის ესთეტიკურ ცენტრ Art studio-ს დირექტორმა გოგა ჯიქიამ უთხრა, საბოლოო ფასის დადგენის შემდეგ მომსახურების ღირებულება სავარაუდოდ 25%-ით გაიზრდება.
„თავის, თმის მოვლის საშუალებები 40-45%-ით გაძვირდა. აქ მოწოდება ჯერ-ჯერობით სტაბილურად ხდება. ინექციური საშუალებები 80-90%-ით არის გაძვირებული, კოლოსალური გაძვირებაა აქ. პლიუს დეფიციტში აღმოვჩნდით ყველაზე მუშა კლინიკურ პროდუქტებზე, 1 თვე უნდა ველოდოთ. ამან უკუსვლა გამოიწვია, 1 თვე თუ უნდა ველოდო, ეს ნიშნავს, რომ მე შემოსავალი არ მაქვს.
ფასს არ ვამატებთ, რადგან საბოლოო გაძვირება ჯერ არ არის. ველოდებით, რომ გაძვირდეს ბოლომდე და მერე იმის მიხედვით მოხდება ფასნამატის დათვლა, იმიტომ რომ სხვანაირად ბიზნესი ვერ გადარჩება. მარტო ნედლეული ხომ არ არის, გაგვიძვირდა კომუნალურები, დასუფთავება. ჩვენთან ომია ეკონომიკური, რომელსაც იმედია ოდესმე დასასრული ექნება. თუ არ ექნება, მაშინ ყველა ობიექტს დაეწერება „ქირავდება“ და არაფერი არ გაქირავდება.
ვერ გეტყვით საბოლოოდ ფასი რამდენით გაიზრდება, ამის ზუსტი კალკულაცია უნდა მოხდეს და შემდეგ ესთეტიკურ ცენტრებში მომსახურების ღირებულებამ, სავარაუდოდ, 20-25%-ით შეიძლება მოიმატოს“, - განაცხადა ესთეტიკურ ცენტრ Art studio-ს დირექტორმა გოგა ჯიქიამ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი