მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ევროპიდან თამბაქოს ნაწარმის შემოტანა გაცილებით უფრო ძვირი იქნება” - ივა ჭყონია

62501070cef38
ანუკა ჯოხაძე
08.04.22 22:00
2463
ბოლო რამდენიმე კვირაა საქართველოში გარკვეული ბრენდის თამბაქოს ნაწარმი დეფიციტური გახდა. მიზეზი კი რუსეთ-უკრაინის ომია, რადგან საქართველოში თამბაქოს ნაწარმი ძირითადად უკრაინიდან შემოდიოდა. საომარი მოქმედებების გამო კი, დღეს თამბაქოს ექსპორტი უკრაინიდან სრულად შეჩერებულია. თამბაქოს იმპორტიორებმა უკვე დაიწყეს ალტერნატიული ბაზრების მოძიება, მათი თქმით, განიხილება ევროპის ქვეყნები.

ევროპის ბაზრიდან თამბაქოს ნაწარმის შემოტანა უფრო ძვირი დაჯდება. ასე გამოეხმაურა დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი უკრაინის ბაზრის ჩანაცვლების შესაძლებლობას.

ივა ჭყონიას განმარტებით, ტრანსპორტირების ხარჯი ევროპის შემთხვევაში გაცილებით მაღალი იქნება, რამაც შესაძლოა სიგარეტის ღირებულება გააძვიროს.

“ევროპიდან თამბაქოს ანალოგიური ნაწარმის შემოტანა გაცილებით უფრო ძვირი იქნება. ამასთან ერთად, გადაწყობასაც გარკვეული პერიოდი სჭირდება და გაიწელება გარკვეული პერიოდი. იმიტომაც არის შეფერხებები, რომელმაც შეიძლება დისკომფორტი შეუქმნას სიგარეტის კონკრეტული ბრენდის მომხმარებლებს.

ლოგისტიკა გაცილებით ძვირი ეღირება, იმიტომ რომ უკრაინიდან ტრანსპორტირება თუ ღირდა 3000$, ევროპიდან 4000 ევრო ღირს, ესეც კარგ შემთხვევაში", - აცხადებს დისტრიბიტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი ივა ჭყონია.

ცნობისთვის, ბაზარზე ამ დროისთვის ძირითადად პრემიუმ სეგმენტის სიგარეტის ბრენდებზე შეიქმნა დეფიციტი.

კომპანია "ფილიპ მორისში" ამბობენ, რომ მათი პროდუქციის დეფიციტი არაა და პროდუქტების შეძენა ქვეყნის უმეტეს სარეალიზაციო ქსელებშია შესაძლებელი. რაც შეეხება უკრიანის ბაზარს, "ფილიპ მორისში" განმარტავენ, რომ განიხილება უკრაინის ბაზრის ევროპის ქვეყნებით ჩანაცვლება.