მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპის 10 ყველაზე თბილი ქალაქი ზამთარში სამოგზაუროდ

5dc0826470828
BM.GE
04.11.19 23:50
9494
როდესაც ზამთრის თბილ ქვეყანაში გატარება გსურთ, ალბათ ფიქრს იწყებთ კარიბის ზღვის აუზის ან აფრიკის ქვეყნებსა და მალდივებზე, თუმცა სულაც არა. ევროპაშიც შეგიძლიათ იპოვოთ ქალაქი, სადაც ზამთარშიც თბილა. გამოცემა traveloffpath-მა ევროპის ყველაზე თბილი ქალაქების რეიტინგი შეადგინა, რომელთაც დეკემბერში, იანვარში, თებერვალსა და მარტში შეგიძლიათ ეწვიოთ.

1. კანარის კუნძულები (ესპანეთი) - ამ კუნძულებზე ზამთრის პერიოდში საშუალო ტემპერატურა 20-21 გრადუსია.

2. ლიმასოლი (კვიპროსი) - ეს ქალაქი ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარეობს და საშუალო ტემპერატურა ზამთარში 18-19 გრადუსია.

3. აზორის კუნძულები (პორტუგალია) - ამ კუნძულებს ხშირად „ევროპის ჰავაის“ უწოდებენ. აქ ზამთრის საშუალო ტემპერატურა 17 გრადუსს შეადგენს.

4. სევილია (ესპანეთი) - ესპანეთის მზიან ქალაქებს შორის სევილია გამორჩეულია. ამ ქალაქში ზამთარშიც თბილა, ვინაიდან საშუალოდ ტემპერატურა 18-19 გრადუსია. თუმცა, ეს ალბათ არცაა გასაკვირი, ვინაიდან ზაფხულში სევილიაში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსამდე იწევს.

5. ფარუ (პორტუგალია) – ეს ქალაქი პორტუგალიის უკიდურეს სამხრეთში მდებარეობს, ამიტომაც აქ ზამთარში საკმაოდ თბილი ამინდია. ტემპერატურა დეკემბრიდან მარტის ჩათვლით პერიოდში საშუალოდ 17 გრადუსია.

6. გიბრალტარი (დიდი ბრიტანეთი) – იგი 6 კვ.კმ ფართობის პატარა კუნძულია, რომელიც ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიას წაროადგენს. გიბრალტარი მაროკოსთან ახლოს მდებარეობს. ამ კუნძულზე საშუალო ტემპერატურა ზამთარში 17 გრადუსია.

7. ვალეტა (მალტა) – ვალეტა მალტის დედაქალაქია. ამ ქალაქშიც ზამთარში ჰაერი 17 გრადუსამდე თბება.

8. კრეტა (საბერძნეთი) - ამ კუნძულის შესახებ ალბათ ბევრს სმენია. სამხრეთ ევროპაში მდებარე კრეტაზე ჩასულ ვიზიტორებს ზამთარშიც 16-17 გრადუსი ტემპერატურა დახვდება.

9. პალერმო (იტალია)- რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, იტალიაშიც არის ზამთრის პერიოდში თბილი ქალაქები. პალერმოში დეკემბრიდან მარტამდე საშუალოდ 16 გრადუსი სითბოა.

10. მალიორკა (ესპანეთი) - ესპანური კუნძული, სადაც ზამთარშიც თბილა. ტუროპერატორები მსურველებს ამ ქალაქის მონახულებას სწორედ ზამთარში ურჩევენ, როდესაც ტემპერატურა დაახლოებით, 16 გრადუსია.