მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპის 11 ქვეყანა, სადაც WHO კორონავირუსის გავრცელების ტემპის დაჩქარებას ხედავს

5ef4dc35a268d
თამთა ჯიჯავაძე
25.06.20 21:15
4354
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) აცხადებს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში პირველად ევროპის რეგიონში კორონავირუსის ყოველკვირეული მონაცემების ზრდა ფიქსირდება. ამის შესახებ BBC წერს.

11 ქვეყანაში დაჩქარდა გავრცელების ტემპი, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი მატება, – ამის შესახებ ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის რეგიონის დირექტორმა ჰანს კლუგემ განაცხადა და 11 ქვეყანას შორის დაასახელა ალბანეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ყაზახეთი, კოსოვო, ყირგიზეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, მოლდოვა, შვედეთი და უკრაინა.

შეგახსენებთ, მიმდინარე კვირას ევროკავშირის ლიდერები გადაწყვეტენ გახსნან თუ არა 1 ივლისს ევროპული ბლოკის საზღვრები. ერთ-ერთ ვერსიად განიხილება მხოლოდ კონკრეტული ქვეყნების მოქალაქეების დაშვება საწყის ეტაპზე.

ქვეყნების სიაში, რომელთა მოქალაქეებსაც EU საზღვრების გახსნის შემდეგ დაუშვებს, საქართველოცაა