მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ევროპის ბაზარზე ექსპორტისას არსებული სირთულეები ქართული კომპანიებისთვის" - დღეს საჯარო-კერძო დიალოგი იმართება

5e414ec2cba05
BM.GE
11.02.20 10:15
1054
დღეს, 15:00 საათზე სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA)
ორგანიზებით, გაიმართება საჯარო-კერძო დიალოგი - „ევროპის ბაზარზე  ექსპორტისას არსებული სირთულეები ქართული კომპანიებისთვის“.

„ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებამ (DCFTA)  ქართულ კომპანიებს მისცა ევროპის ბაზარზე წვდომის გაზრდის შესაძლებლობა,  თუმცა, ამ სიკეთეებით სარგებლობა არც ისე მარტივი აღმოჩნდა მეწარმეებისთვის.

EBA-ის შიდა გამოკითხვების შედეგად გამოვლინდა, რომ წევრი კომპანიები, რომლებიც ახორციელებენ ან სურთ განახორციელონ ევროპის ბაზარზე ექსპორტი, რიგი სირთულეების წინაშე დგანან, როგორიცაა: პროდუქტის ხარისხი, მინიმალური უსაფრთხოების მოთხოვნები, მოცულობა, ლოგისტიკა, კვალიფიციური კადრები, საბაჟო პროცედურები და სხვა. წევრი კომპანიების ინტერესების დაცვის მიზნით, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოსა და ევროპას შორის ვაჭრობის ხელშეწყობა EBA-ის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, იმართება ზემოაღნიშნული
საჯარო-კერძო დიალოგი. შეხვედრის მიზანია, მოხდეს პრობლემების ზუსტი იდენტიფიცირება და შემდგომი ქმედითი ნაბიჯების დასახვა”, - აცხადებენ EBA-ში.

შეხვედრას დაესწრებიან დარგის ექსპერტები, ბიზნეს სექტორის, ევროკავშირის დელეგაციის, დიპლომატიური კორპუსის, მთავრობის და საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები.

შეხვედრის მხარდამჭერია: გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების იმპლემენტირების მხარდაჭერის პროგრამა უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში (IMPACT).