მკვეთრად გაზრდილი ინფლაციის დასაძლევად, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო.
ECB-ის კომიტეტმა დღეს, 2 თებერვალს, რეფინანსირების განაკვეთი დამატებით 50 საბაზო პუნქტით (+0.50%) გაზარდა, რაც თანხვედრაშია ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ მაჩვენებელთან.
დღევანდელი გადაწყვეტილების შედეგად, რეფინანსირების ძირითადმა განაკვეთმა 2.5%-იან ნიშნულს მიაღწია. შეგახსენებთ, რომ აქამდე ძირითადი განაკვეთი 2.0% იყო, ECB-მა და კი წინა შეხვედრებზე პოლიტიკის განაკვეთი არა 50, არამედ 75 საბაზო პუნქტით გაზარდა.
მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ტემპის შემსუბუქება ინფლაციური ინდიკატორების გაუმჯობესებითაა განპირობებული, კერძოდ, იანვრში ევროზონის მასშტაბით ინფლაციის დონე 8.5%-მდე შემცირდა, რაც 0.7 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა თვის მაჩვენებელზე.
50-პუნქტიანი გამკაცრება სწორედ სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპის შემცირებითაა განპირობებული. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ სწორედ გუშინ აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმაც მიიღო მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილება, თუმცა არა 50, არამედ 25 საბაზო პუნქტით.
რეფინანსირების განაკვეთი ინფლაციის დონის მაკონტროლებელი ერთ-ერთი უმთავრესი მექანიზმია, რომლის გამოყენებასაც თან ახლავს გარკვეული გვერდითი მოვლენები. როგორც წესი, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ეკონომიკის შენელებას იწვევს, მსოფლიოს მასშტაბით გაუარესებული ვითარების პირობებში კი, ევროკავშირი რეცესიის მზარდი რისკების წინაშე დგას, შესაბამისად, ცენტრალურ ბანკს ინფლაციის კონტროლსა და ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებას შორის საკმაოდ რთული და დელიკატური ბალანსის დაცვა უწევს.
აგრეთვე გასათვალისწინებელია მონეტარული პოლიტიკის გავლენა ვალუტის გაცვლით კურსზე. განაკვეთის ზრდა, სავარაუდოდ, მოკლევადიან პერსპექტივაში, ევროს კურსზე დადებითად იმოქმედებს და მის ამერიკულ დოლართან გამყარებას შეუწყობს ხელს.
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი