მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპის მასშტაბით დღეს და ხვალ 1 300-ზე მეტი ავიარეისი გაუქმდება

5dc3312de4142
BM.GE
07.11.19 00:42
4359
ევროპის მასშტაბით დღეიდან 1300 ავიარეისი უქმდება. ამის მიზეზი გერმანული ავიაკომპანია Lufthansa-ს თანამშრომლების გაფიცვაა. გაფიცვა 48-საათიანია და ხუთშაბათს და პარასკევსაა დაგეგმილი. როგორც ავიაკომპანიაში აცხადებენ, აღნიშნულის გამო სავარაუდოდ, 180 000-ზე მეტი მგზავრი დაზარალდება.

თუმცა, მგზავრებს შეუძლიათ ბილეთები გადაჯავშნონ საერთაშორისო ფრენის შემთხვევაში, ხოლო შიდა ფრენის შემთხვევაში მატარებლის ბილეთებში გადაცვალონ.

გაფიცვას ბორტის ეკიპაჟის წევრები აპირებენ. ისინი ხელფასების გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.