მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპის ქვეყნები შეზღუდვებს აუქმებენ, არის თუ არა ეს Covid-19-ის დასასრული?

623388b5955bb
მარიამ ადამია
18.03.22 00:43
1414

ევროპული ქვეყნები კორონავირუსის ფონზე დაწესებულ შეზღუდვებს აუქმებენ. მაგალითად, საფრანგეთში ადგილობრივმა ხელისუფლებამ პირბადის ტარების ვალდებულება გააუქმა, ხოლო ავსტრიაში ვაქცინაციის მანდატი არ მიიღეს და ეს იმ დროს, როდესაც კორონავირუსის ცირკულაცია ისევ მაღალ ნიშნულს ინარჩუნებს მსოფლიოში.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ევროპის რეგიონში, ჯამში 18 ქვეყანაა, რომლებმაც ვირუსის თითქმის ყველა ზომა გააუქმეს.

“ქვეყნები მიეჩვივნენ ვირუსთან ერთად ცხოვრებას. ამიტომ მთავრობები ხალხს აძლევენ უფლებას, თავად შეაფასონ რისკები და დაიცვან თავი ვირუსისგან", - ამბობს ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლის ეპიდემიოლოგი, პროფესორი, დევიდ ჰეიმანი.

ნიშნავს თუ არა ეს პანდემიის დაწყებიდან ორი წლის თავზე, კორონავირუსული პერიოდის დასასრულს? - Euronews-მა ეს კითხვა ევროპელ ექსპერტებს დაუსვა.

“ამ დროისთვის ნამდვილად დასრულებულია”, - აცხადებს ექიმი კეტრინ სმოლვუდი, რომელიც პარალელურად, ევროპაში, ჯანმო-ს COVID-19 ინციდენტის მენეჯერია.

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ევროპული ცენტრის მონაცემებით კი, მარტის პირველ კვირაში, შემთხვევების საერთო რაოდენობამ ევროკავშირში და ევროპის ეკონომიკურ ზონაში მნიშვნელოვნად იკლო. რაც შეეხება ვაქცინაციის სტატისტიკას, ევროკავშირში ადამიანების დაახლოებით 83% სრულად არის აცრილი COVID-19-ის წინააღმდეგ.

თუმცა მიუხედავად ამისა, ინფექციები რამდენიმე ქვეყანაში კვლავ მატულობს და მათ შორის სახელდება გერმანია, სადაც შემთხვევების ახალი რეკორდული რაოდენობა ფიქსირდება. კონკრეტულად კი, მიმდინარე კვირის ოთხშაბათს, ჰოსპიტალიზაციის ახალი 2000-ზე მეტი და სიკვდილიანობის 200-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ასევე ავსტრიაშიც იყო კორონავირუსის მზარდი შემთხვევები, თუმცა მოგვიანებით მდგომარეობა ისევ დასტაბილურდა. ამიტომაც ექსპერტები ეწინააღმდეგებიან შეზღუდვების სრულ მოხსნას, შესაბამისად ექიმი სმოლვუდი შემთხვევების მკვეთრ მატებას პროგნოზირებს.