14.მარტი .2020 00:24

ევროპის ქვეყნები უცხოელებისთვის საზღვრებს კეტავენ

views 2622
უკან

ევროპის ქვეყნების დიდი ნაწილი ცალკეულ სახელმწიფოებთან საზღვრებს კეტავს. ბოლო ორი დღის განმავლობაში ევროპის ქვეყნებმა სასაზღვრო შეზღუდვების დაწესების შესახებ ეტაპობრივად განაცხადეს.

მათ შორის:

დანიამ ყველა უცხოელს აუკრძალა ქვეყანაში შესვლა განსაკუთრებული მიზეზების გარდა;

პოლონეთი უცხოელების შესვლაზე აკრძალვას კვირიდან აამოქმედებს;

ჩეხეთიც კრძალავს ყველა უცხოელისთვის ქვეყანაში შესვლას. აკრძალვა არ შეეხება ჩეხეთში მცხოვრებლებს;

სლოვაკეთმა საზღვრები ჩაკეტა უცხოელებისთვის, გარდა პოლონელებისა და იმ ადამიანებისა, რომელთაც ქვეყანაში ცხოვრების უფლება აქვთ;

ავსტრიამ თავის მეზობელ სამ ქვეყანასთან სახმელეთო საზღვარი ჩაკეტა, თავად ავსტრიელებს ქვეყანაში შესვლა არ ეკრძალებათ;

უკრაინამაც ჩაკეტა საზღვარი უცხოელებისთვის, გარდა დიპლომატებისა ორი კვირით.

უნგრეთმა საზღვარი ჩაკეტა ავსტრიასა და სლოვენიასთან;

სლოვენიამ იტალიაში გადასასვლელი ყველა გამშვები პუნქი ჩაკეტა. შეაჩერა ავტობუსებითა და მატარებლებით მგზავრობა. უცხოელებს სლოვენიაში შესვლა მხოლოდ სამედიცინო ცნობის საფუძველზე მიეცემათ;

სერბეთმა საზღვარი ჩაკეტა რუმინეთთან, ბულგარეთთან, ჩრდილოეთ მაკედონიასთან, მონტენეგროსთან, ბოსნიასა და ხორვატიასთან;

მეზობელ ქვეყნებთან საზღვრებს კეტავენ ასევე რუმინეთი და ალბანეთიც.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა