მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპის ქვეყნებიდან დაგეგმილ ავიარეისებს ბერლინი დაემატა

5e7f489307bfc
ელენე გოგბერაშვილი
28.03.20 16:46
784

ევროპის ქვეყნებიდან საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად დაგეგმილ ავიარეისებს 3 აპრილს ბერლინის მიმართულება დაემატა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფრენების არსებული განრიგი ასე გამოიყურება:

31 მარტი-ამსტერდამი-თბილისი

3 აპრილი-ბერლინი-თბილისი

3 აპრილი-ვარშავა-თბილისი

4 აპრილი-ლონდონი-თბილისი

7 აპრილი-ათენი-თბილისი

საქართველოს პრემიერ მინისტრთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სამგზავრო ბილეთის ფასი 199 ევროს არ უნდა აღემატებოდეს.

შეგახსენებთ, საქართველოში ჩამოყვანილი ყველა მგზავრი ორკვირიან სავალდებლო კარანტინს გაივლის.