მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპის ქვეყნებში ნებისმიერ საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვა მეტად ხელმისაწვდომი გახდა

5e455bcc3e65c
BM.GE
14.02.20 10:00
3627

დღეიდან, საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა ინტელიექსპრესით, საქართველოდან ევროპის ქვეყნებში საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვას უპრეცენდენტოდ სწრაფად და დაბალი ტარიფებით შეძლებთ. აქციის ფარგლებში, თებერვლის ბოლომდე, შეღავათიანი გადარიცხვის საკომისიოც იმოქმედებს.

სააქციო ტარიფი:
1€-დან 10 000€-მდე - 1€

ტარიფი აქციის დასრულების შემდეგ:
1€-დან 1 000€-მდე - 7€
1 001€-დან 10 000€-მდე - 10€
10 001€-დან - 15€

თანხის გადარიცხვა მოხდება, როგორც ევროდან - ევროში, ისე სხვა ვალუტებიდან ევროში, საუკეთესო კურსით.

ინტელიექსპრესი, როგორც ევროკავშირში ლიცენზირებული საფინანსო ინსტიტუტი და PSD2 ლიცენზიის მფლობელი, მუდმივად აფართოვებს თავის მომსახურებისა და პროდუქტების არეალს. ამჯერად კი გთავაზობთ ევროპის ქვეყნებში ნებისმიერ საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვას. თანხის ჩარიცხვა ხდება უმოკლეს ვადაში - მაქსიმუმ 1 სამუშაო დღის განმავლობაში. მნიშვნელოვანია ისიც, რომ თანხას აღარ დასჭირდება დაზღვევა და ამაში დამატებითი ფულის გადახდა, რადგან ევროპულ ბანკებში აისახება ზუსტად მომხმარებლის მიერ გადარიცხული სრული თანხა, ყოველგვარი დამატებითი გადასახადის გარეშე.

ინტელიექსპრესი პირველი ქართული ფულადი გზავნილების სისტემაა, რომელიც ლიცენზირებულია ევროკავშირის ქვეყნებში, დიდ ბრიტანეთში, საქართველოში, უკრაინასა და სხვა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში. იგი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია ხელმისაწვდომი როგორც – საკუთარი ფილიალების მეშვეობით, ასევე პარტნიორი ბანკებითა და აგენტების ქსელით. დღეისათვის ინტელექსპრესი წარმოადგენს სოლიდურ ფინანსურ დაწესებულებას, რომელიც თავის კლიენტებს სთავაზობს სხვადასხვა ფინანსურ მომსახურებას, მათ შორის ფულადი გზავნილების განხორციელებას მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში და კვლავ აგრძელებს ინტენსიურ მუშაობას სხვადასხვა სერვისებისა და ქსელის გაფართოვებაზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ინტელიექსპრესის ვებგვერდი
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 32 2 49 25 25



 

(R)