მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპის რომელ ქვეყნებში დაფრინავენ კერძო თვითმფრინავებით ყველაზე ხშირად? - TOP 10

646782953fe37
სალომე ხიდურელი
20.05.23 22:35
2486
კერძო თვითმფრინავებით გადაადგილება ევროპის მასშტაბით 2022 წელს 64%-ით გაიზარდა. ინფორმაციას Euronews ავრცელებს.

Greenpace-ს კვლევის თანახმად, 2022 წელს კერძო თვითმფრინავების მიერ განხორციელებული 572 806 ფრენიდან, დაახლოებით, მეოთხედი 500 კმ-ზე ნაკლებ დისტანციას ფარავდა, რაც  შეიძლებოდა, მატარებლით მგზავრობით ჩანაცვლებულიყო. დიდ ბრიტანეთში კერძო თვითმფრინავების მარშრუტები, ყველაზე ხშირად, 30 წუთიან ციკლს არ აღემატება.

არასამთავრობო ორგანიზაცია “ტრანსპორტი და გარემოს” გამოთვლებით, კერძო თვითმფრინავით გადაადგილება 14-ჯერ უფრო დამაბინძურებელია გარემოსთვის, ვიდრე კომერციული ფრენა და 50-ჯერ უფრო დამაბინძურებელი - ვიდრე მატარებლით გადაადგილება. სწორედ ეს აქცევს კერძო თვითმფრინავებს პლანეტისთვის ყველაზე დამაზიანებელ ტრანსპორტად.

2022 წელს გაერთიანებული სამეფოდან კერძო თვითმფრინავი ფრენას ახორციელებდა ყოველ 6 წუთში. საერთო ჯამში, ბრიტანეთში 90 256 ასეთი ფრენა განხორციელდა. სიაში შემდეგ მოდიან საფრანგეთი 84 885 და გერმანია 58 424 განხორციელებული ფრენით.

ქვეყნების ათეული, სადაც ყველაზე მეტი კერძო ფრენა განხორციელდა ასე გამოიყურება:

გაერთიანებული სამეფო - 90 256
საფრანგეთი - 84 885
გერმანია - 58 424
იტალია - 55 624
ესპანეთი - 45 633
შვეიცარია - 35 269
ავსტრია - 15 088
საბერძნეთი - 14 283
ნიდერლანდები - 12 716
ბელგია - 10 618

Greenpeace-ის ანგარიშში გამოიკვეთა, რომ 2022 წელს დიდ ბრიტანეტში კერძო ფრენების რაოდენობა 75%-ით გაიზარდა.

ევროპის მასშტაბით ყველაზე პოპულაურული კერძო ფრენის მარშრუტები კი შემდეგია:

პარიზი-ლონდონი - 3 357 ფრენა (343 კმ)
ლონდონი-ნიცა - 2 896 ფრენა (1029 კმ)
ჟენევა-პარიზი - 2 745 ფრენა (410 კმ)
პარიზი-ნიცა - 2 311 ფრენა (686 კმ)
ჟენევა-ლონდონი - 1 977 ფრენა (746 კმ)
ჟენევა-ნიცა - 1 671 ფრენა (292 კმ)
რომი-მილანი - 1 677 ფრენა (478 კმ)
ლონდონი-მილანი - 1 355 ფრენა (959 კმ)
ფარნბორო-ლონდონი - 1 343 ფრენა (49 კმ)
ამსტერდამი-ლონდონი - 1 298 ფრენა (357 კმ)