მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპის რომელ ქვეყნებში მოქმედებს მოგზაურობაზე შეზღუდვები? - იხილეთ ჩამონათვალი

62a5bfb3822f7
მარიამ ვარადაშვილი
13.06.22 00:00
3041
ევროპის ქვეყნებში მოგზაურობასთან დაკავშირებული შეზღუდვების შესახებ Forbes სტატიას აქვეყნებს. გამოცემის თანახმად, ივნისის მდგომარეობით, ევროპის ბევრმა ქვეყანამ კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები მოხსნა, თუმცა ზოგიერთ მათგანი კვლავ ითხოვს Covid-19-ის ნეგატიურ ტესტს, ვაქცინაციის დოკუმენტს ან/და გამოჯანმრთელების ცნობას.

Forbes-ის თანახმად, ივნისის დასაწყისისთვის ევროპის 30 ქვეყანას Covid-19-თან დაკავშირებული ყველა სახის შეზღუდვა მოხსნილი აქვს. ესენია: ალბანეთი, ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლიეტუვა, მოლდოვა, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, სერბეთი, სლოვენია, შვედეთი, შვეიცარია და დიდი ბრიტანეთი.

ეს ნიშნავს, რომ მოგზაურებს არავინ მოსთხოვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რაიმე სახის დოკუმენტს. რაც შეეხება იმ ქვეყნებს, სადაც Covid-19-თან დაკავშირებული შეზღუდვები კვლავ მოქმედებს, ასეთია მაგალითად, ესტონეთი, რომელიც ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან ვიზიტორებს ვაქცინაციის დოკუმენტს, გამოჯანმრთელების დამადასტურებელ ცნობას ან ტესტის ნეგატიურ პასუხს სთხოვს. სხვა შემთხვევაში ვიზიტორს 7 დღე იზოლაციაში მოუწევს ყოფნა.

ფინეთში გამგზავრება მხოლოდ სრულად აცრილ ადამიანებს შეუძლიათ, რაც ასევე გულისხმობს ვაქცინის ბუსტერ დოზასაც, რომელიც ვაქცინის მეორე დოზიდან 270 დღის განმავლობაში უნდა იყოს გაკეთებული. აუცრელი მოგზაურები ქვეყანაში არ დაიშვებიან გამონაკლისი შემთხვევების გარდა. Forbes წერს, რომ შესაძლოა, თვის ბოლოს ქვეყანაში ეს რეგულაცია გაუქმდეს.

რაც შეეხება საფრანგეთს, ქვეყანამ ვირუსთან დაკავშირებული ბევრი შეზღუდვა შეამსუბუქა, თუმცა აქ მნიშვნელოვანია რომელი ქვეყნიდან არის ვიზიტორი. საფრანგეთმა ბევრი ქვეყანა ე.წ მწვანე სიაში შეიყვანა. შედეგად, სრულად აცრილი ადამიანები ამ ქვეყნებიდან ტესტის გარეშე შეძლებენ მოგზაურობას.

მალტამ 6 ივნისიდან კარანტის მოთხოვნა გააუქმა, თუმცა ქვეყანაში შესვლისთვის ვაქცინაცია, გამოჯანმრთელების დოკუმენტი ან/და ნეგატიური ტესტი ჯერ კიდევ სავალდებულოა.

რაც შეეხება ნიდერლანდებს, აქ მოგზაურობის აკრძალვა ისევ მოქმედებს შენგენის ზონის გარდა და ვიზიტორებმა ვაქცინაციის ან ვირუსისგან გამოჯანმრთელების დოკუმენტი უნდა წარადგინონ, რათა ქვეყანაში შესვლა შეძლონ.

პორტუგალიაში მოგზაურობისას ვაქცინაციის, გამოჯანმრთელების ცნობა ან/და ნეგატიური ტესტის პასუხი კვლავ სავალდებულოა. სლოვაკეთის შემთხვევაში ხელისუფლება უშვებს ვაქცინირებულ ან Covid-19-გან გამოჯანმრთებულ პირებს. მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში მოქმედებს ტესტის ნეგატიური პასუხი. რაც შეეხება ესპანეთს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების გარდა, ქვეყნა ვიზიტორებს ვაქცინაციის დოკუმენტს, გამოჯანმრთელების ცნობას ან ტესტის ნეგატიურ პასუხს სთხოვს. [ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ან 48 საათში ჩატარებული ანტიგენ ტესტი].