მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპის რომელ ქვეყნებში შეინიშნება კორონავირუსის მეორე ტალღა?

5f4e8c562fd0a
თამთა ჯიჯავაძე
01.09.20 22:08
1425
ევროპის ქვეყნებში კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატება შეინიშნება, თუმცა, რამდენად საგანგაშოა არსებული მაჩვენებლები? ამ საკითხზე სტატიას Euronews-ი აქვეყნებს.

გამოცემის ცნობით, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, მათ შორის ალბანეთში, ბულგარეთში, მონტენეგროში, ჩრდილოეთ მაკედონიასა და რუმინეთში აგვისტოში დაინფიცირების იმაზე მაღალი რაოდენობა დაფიქსირდა, ვიდრე ამ ქვეყნებს პანდემიის დასაწყისში ჰქონდათ. ამ კუთხით, სერბეთი გამონაკლისია, ვინაიდან ამ ქვეყანას დაახლოებით იგივე მაჩვენებელი აქვს, რაც აპრილის შუა რიცხვებში ჰქონდა.

ხოლო ხორვატიაში, მალტასა და საბერძნეთში კორონავირუსით დაინფიცირების მაჩვენებლების ზრდა ფიქსირდება. ბოლო კვირის განმავლობაში ამ ქვეყნებში უფრო მეტი შემთხვევა დაადასტურეს, ვიდრე კორონავირუსის პირველი ტალღის დროს.

ბელგიაში, იტალიასა და დიდ ბრიტანეთში დაინფიცირების შემთხვევები იზრდება, თუმცა არა ისე, როგორც მარტსა და აპრილში იყო. მაგრამ, მაგალითად პარასკევს, იტალიაში 1460 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი იყო 2 მაისის შემდეგ.

მეორე ტალღის წინაშე კი უფრო მეტად საფრანგეთი, პოლონეთი, ნიდერლანდები და ესპანეთი არიან. მაგალითად საფრანგეთში პარასკევს კორონავირუსის 7,379 შემთხვევა დაადასტურეს, რაც რეკორდული დღიური მაჩვენებელია.