მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპის საბჭო საქართველოს აზარტულ თამაშებში ფულის გათეთრების კონტროლის გამკაცრებისკენ მოუწოდებს

5fa02c4ca25d0
შოთა ტყეშელაშვილი
02.11.20 19:58
1238
დღეს გამოქვეყნებულ მოხსენებაში, ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ორგანო MONEYVAL საქართველოს ხელისუფლებას ფულის გათეთრების წინააღმდეგ და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ქმედებების გააქტიურებისკენ მოუწოდებს. საუბარია უფრო აქტიურ ფინანსურ მონიტორინგსა და მონაცემების შეგროვებაზე, როგორც ფინანსურ, ასევე არაფინანსურ სფეროებში, განსაკუთრებით კი - აზარტული თამაშების სექტორში. 

"საქართველოს ეროვნული ბანკი და დაზღვევის ზედამხედველობის სააგენტო ახდენენ საფინანსო სექტორის უდიდესი ნაწილის ზედამხედველობას და მათ აქვთ ამ სფეროებთან დაკავშირებული სისტემური რისკების შესახებ ღრმა ცოდნა. ისინი ლიცენზიების მინიჭებამდე ახდენენ წინასწარ შესწავლას იმ პირების და ორგანიზაციების, რომლებსაც ამ ბაზრებზე სურთ საქმიანობის დაწყება. როგორც წესი კაზინოს ლიცენზიის გაცემამდე ფინანსთა სამინისტრო  ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების მიმართებით წინასწარ შეფასებას არ ახდენს, ეს კი ხდება იმის მიუხედავად, რომ აზარტული თამაშების სექტორი საქართველოში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების მიმართულებით ყველაზე დიდ რისკებს ატარებენ. შესაბამისად, არსებობს მნიშვნელოვანი ტექნიკური ნაკლოვანებები ამ მიმართულებით, რაც ართულებს იმის პრევენციას, რომ კრიმინალებთან დაკავშირებულმა პირებმა არ მოიპოვონ კაზინოს ლიცენზიის მქონე სუბიექტებზე კონტროლი," - ნათქვამია განცხადებაში. 

ამასთან, დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ აზარტული თამაშების სექტორის მიერ ფინანსური მონიტორინგის სამსახურში საეჭვო ტრანზაქციების შესახებ გაკეთებული მცირე რაოდენობის განცხადებები პრობლემას წარმოადგენს.