18.დეკემბერი .2019 23:24

ევროპის საინვესტიციო ბანკი აძლიერებს ქართული ბიზნესის მხარდაჭერას

views 366
უკან

ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) და ევროკავშირის ბანკი 50 მილიონ ევროს ოდენობის სესხს გადასცემს "საქართველოს ბანკს", რომლის მიზანია დააფინანსოს ქვეყანაში მცირე და საშუალო საწარმოების მიერ განხორციელებული პროექტები.

ამის შესახებ ინფორმაცია bm.ge-ს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ მიაწოდა.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მიერ პირველი ტრანზაქცია, რომლის ნაწილიც უზრუნველყოფილი იყო ეროვნულ ვალუტაში, გააუმჯობესებს ქართული კომპანიებისათვის გრძელვადიან ფინანსებზე წვდომას, რაც აარიდებთ მათ გაცვლით კურსთან დაკავშირებულ რისკებს. ეროვნული ვალუტის გადაწყვეტილებას მხარს უჭერს ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო მექანიზმი. არის მოლოდინი, რომ განხორციელებული ოპერაციების შედეგად 4 050 სამუშაო ადგილის ათვისება მოხდება. EIB ბანკი უკვე მეორედ გასცემს სესხს საქართველოს ბაკზე, ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს ბანკზე.

15 მილიონი ევროს ოდენობის სესხი გადაეცა ასევე "ლიბერთი ბანკს". ის გახლავთ პირველი ფინანსური პარტნიორი, რომელიც 25 მილიონიანი ევროს ინიციატივის ფარგლებშია დაფინანსებული. სესხი მიზნად ისახავს იმ მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდაჭერას, რომლებსაც ნაკლები წვდომა აქვთ ფინანსებთან. აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს 3 750 სამუშაო ადგილს. ლიბერთი ბანკი ასევე მიიღებს ტექნიკურ დახმარებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ტექნიკური დახმარების სატრასტო ფონდისგან, რათა მოახდინოს თავისი პრაქტიკის გაუმჯობესება მცირე და საშუალო საწარმოების დაკრედიტებისა და პროდუქტების შეთავაზების მიმართულებით.

ორივე ოპერაცია ხორციელდება EU4Business -ის ინიციატივის ფარგლებში. ამ ინიციატივის ფერგლებში, EIB ჯგუფმა მოაწყო ინტერაქტიული სემინარი „ფინანსებთან წვდომა ინკლუზიური ზრდისათვის“. სემინარზე განიხილულ იქნა, თუ როგორ უნდა გაიზარდოს ფინანსებზე წვდომა ქართული მცირე და საშუალო ბიზნესებისათვის და რა გავლენა აქვს მცირე და საშუალო მეწარმეების მსგავს მხარდაჭერას ინკლუზიურ ზრდაზე. სემინარზე ასევე წარადგენილ იქნა EIB - ის კვლევის “ფინანსებზე წვდომა და მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსება საქართველოში” შედეგები.

”ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერა, მოქნილი, მდგრადი და ინკლუზიური ზრდა ევროკავშირის უმთავრესი პრიორიტეტია”, - აღნიშნა EIB–ის ვიცე-პრეზიდენტმა ლილიანა პავლოვამ.

”როგორც ევროკავშირის ბანკი, ჩვენ მზად ვართ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად, თუმცა ამისათვის ადგილობრივი პარტნიორების დახმარება გვჭირდება. მოხარულები ვართ, რომ ჩვენ ვაფართოვებთ თანამშრომლობას როგორც EIB-ის უკვე არსებულ ძლიერ პარტნიორთან, ისე ახალ ინსტიტუტებთანაც. მცირე და საშუალო ბიზნესის საქმიანობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში და ჩვენი თანამშრომლობა შეუქმნის უკეთეს პერსპექტივას, როგორც ამ კომპანიებს, ისე მთლიან ქვეყანას.

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ღონისძიებაზე აღნიშნა:

”ჩვენ მოხარული ვართ, რომ EIB პორტფოლიო ფართოვდება კერძო სექტორზე. ზრდა, რომელიც კერძო სექტორის გაძლიერების შედეგია, ერთადერთი შესაფერისი მოდელია საქართველოსთვის. აქედან გამომდინარე, მოხარული ვარ, რომ EIB-ის კერძო სექტორისკენ მიმართული ინიციატივები ემთხვევა მთავრობის პრიორიტეტებს. ჩვენი ზრდის მოდელი ორიენტირებულია მცირე და საშუალო ბიზმესის განვითარებისკენ. ჩვენ გვინდა, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორი გახდეს განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალა, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მდგრადობას, ინკლუზიურობასა და სიმტკიცეს. მოხარულები ვართ, რომ საქართველოში ვხედავთ EIB – ის პირველი ოპერაციას ეროვნულ ვალუტაში, რაც ქვეყნის დედოლარიზაციის პოლიტიკისათვის მნიშვნელოვან მხარდაჭერას წარმოადგენს. მადლობას ვუხდი EIB- ს და ყველა პარტნიორს, რომელებიც ჩართულები არიან ამ ოპერაციაში და იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო გაღრმავდება თანამშრომლობა EIB- სა და საქართველოს კერძო სექტორს შორის. "

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა განაცხადა: ”ევროკავშირი მხარს უჭერს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას საქართველოში, მთელი რიგი პროექტებით, რომლებიც განხორციელებულია EU4Business ინიციატივის ფარგლებში. ამ ინიციატივით, ჩვენ მიზნად ვისახავთ იმ მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებების მხარდაჭერას, რომლებიც ვერ იღებენ ინვესტიციებისათვის დაფინანსებას კომერციული ბაკებისგან.”

საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესს სექტორს აქვს მნიშვნელოვანი პოტენციალი შექმნას სამუშაო ადგილები, თავისი წვლილი შეიტანოს ექსპორტსა და ინოვაციებში და ხელი შეუწყოს მდგრად და ინკლუზიურ ზრდას ქვეყანაში. 2010 წლიდან საქართველოში EIB ბანკმა გამოყო 1,9 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობის გასაძლიერებლად, რამაც განაპირობა ადამიანთა ცხოვრების პირობების გაუმჯობესება, საქართველოს ინფრასტრუქტურის განახლება, კერძო სექტორის განვითარება და ასევე გარემოსდაცვითი საკითხების გაუმჯობესება.

ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) არის ევროკავშირის ბანკი. ეს არის ევროკავშირის გრძელვადიანი დაკრედიტების ინსტიტუტი და არის ერთადერთი ბანკი, რომელიც ეკუთვნის და წარმოადგენს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ინტერესებს. ასევე, გამოყოფს გრძელვადიან დაფინანსებას მდგრადი ინვესტიციებისთვის და ემსახურება ევროკავშირის მიზნების მიღწევას.

მიუხედავად იმისა, რომ EIB–ის საქმიანობის 90%–ზე მეტი მიმართულია ევროპაზე, იგი ხელს უწყობს ევროკავშირის საგარეო და განვითარების პოლიტიკის დანერგვას.

EIB ჯგუფი ეკონომიკის განვითარების მხარდასაჭერად ჩაერთო იმ ქვეყნებში, რომლებმაც ხელი მოაწერეს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას - კერძოდ, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში. აღნიშნულ ქვეყნებში გამოყოფს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე მიმართულ ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას.

EU4Business კი ევროკავშირის ინიციატივაა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო ბიზნესის (SME) განვითარებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე ქვეყანაში (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსია, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა) და უზრუნველყოს მათი ეკონომიკური ზრდა. ევროპის საინვესტიციო ბანკთან (EIB) ერთად, EU4Business ინიციატივის განხორცილებაში ჩართულია გარე ორგანიზაციები, როგორიცაა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი. ევროკავშირის ყველა ინიცივატივა, რომელიც ემსახურება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, წარმოადგენს EU4Business-ის შემადგენელ ნაწილს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა