ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს მთავრობის ძალისხმევას Covid-19-ის პანდემიასთან გამკლავებაში შთამბეჭდავად აფასებს და სხვადასხვა საჭიროებისთვის 200 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფას გეგმავს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ლილიანა პავლოვასთან გამართული ვიდეოკონფერენციისას EIB-ის ფინანსური მხარდაჭერის და საქართველოში ოპერაციების მოცულობის გაზრდის შესაძლებლობები განიხილა.
EIB საქართველოს სამედიცინო ინფრასტრუქტურის განვითარების, Covid 19-ის პანდემიით გამოწვეული ფისკალური და სხვა საჭიროებებისთვის 200 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფას გეგმავს.
ლილიანა პავლოვას შეფასებით, EIB-ი დეტალურად ადევნებს თვალს ქვეყანაში პანდემიასთან ბრძოლის კუთხით არსებულ მდგომარეობას და საქართველოს მთავრობის ძალისხმევა Covid-19-თან გამკლავების ნაწილში შთამბეჭდავია.
"მთავრობის მეთაურმა COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეულ ეკონომიკურ პრობლემებთან ეფექტურ გამკლავებაში საერთაშორისო ფინანსური მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და EIB-ს მადლობა გადაუხადა აქტიური თანამშრომლობისთვის საქართველოს როგორც საჯარო, ისე - კერძო სექტორთან.
ხაზი გაესვა EIB-ის მიერ ქართული ბანკებისა და სხვა ბიზნესსუბიექტებისთვის გამოყოფილ დაფინანსებას, რომელთა ხელშეწყობა, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კუთხით, მთავრობისთვის პრიორიტეტულია.
კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, წლის ბოლომდე საერთაშორისო დახმარების სახით საქართველოსთვის ხელმისაწვდომი იქნება, დაახლოებით, 3 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი.
ყურადღება გამახვილდა მთავრობის აქტიურ კომუნიკაციაზე საერთაშორისო პარტნიორებსა და დონორ ორგანიზაციებთან, რათა ერთობლივად შემუშავდეს იმ ღონისძიებათა პაკეტი, რომელიც მიზნობრივად ორიენტირებული იქნება მიმდინარე გამოწვევებთან გამკლავებაზე. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრების პარალელურად ინტენსიური მუშაობა სამინისტროების დონეზე მიმდინარეობს.
შეხვედრისას აღინიშნა, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პარტნიორია საქართველოსთვის და მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერა EIB-ის გავლით საქართველოს ეკონომიკას მნიშვნელოვნად დაეხმარება როგორც უშუალოდ კრიზისთან ბრძოლაში, ისე პოსტკრიზისულ პერიოდში ეკონომიკური განვითარების მაღალი ტემპის დასაბრუნებლად", - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ვიდეოკონფერენციაში ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილი მონაწილეობდნენ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს