მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპის TOP-10 ქვეყანა, სადაც უმუშევრობა ყველაზე დაბალია

5e51381497076
ირაკლი მაკალათია
23.02.20 00:00
2752
შრომის ბაზარი და უფრო კონკრეტულად უმუშევრობის დონე ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია. საქართველოში თითქმის ყველა სოციოლოგიურ გამოკითხვაში საზოგადოება მთავარ პრობლემად სწორედ უმუშევრობას ასახელებს. ამასთან, სუბიექტური აღქმით (მიიჩნევ თუ არა თავს დასაქმებულად) უმუშევრობის დონე რამდენჯერმე აღემატება ოფიციალურად გამოქვეყნებულ მაჩვენებლებს. ასე მხოლოდ საქართველოში არ ხდება და ეს მსოფლიო ტენდენციაა; საკითხი მით უფრო აქტუალური და პრობლემური ხდება, რაც უფრო დაბალი ეკონომიკური განვითარებისაა ქვეყანა.

თუ რატომ არის ოფიციალური მაჩვენებლები ბევრად დაბალი ვიდრე სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები და საზოგადოების აღქმა, მიზეზი ორია. პირველი - ბუნებრივია, რომ სუბიექტური აღქმა ყოველთვის უფრო მაღალია, ვიდრე მეთოდოლოგიურ საფუძველზე გაანგარიშებული მაჩვენებელი, რადგან ადამიანებს უფრო მეტის მოლოდინი და განცდა აქვთ, ვიდრე ეს გარკვეული მეთოდოლოგიით გაანგარიშებული მაჩვენებლის სიდიდეა. რაც შეეხება მეორე მიზეზს - ეს აიხსნება მეთოდოლოგიური გაანგარიშებით. მოლოდინი ერთია თუმცა რეალობა და შემოთავაზებული მეთოდოლოგია სხვა. მაგ; ადამიანი, რომელიც არ მუშაობს, ის თავს უმუშევრად თვლის, თუმცა ოფიციალური მეთოდოლოგიით, თუ ეს პიროვნება არ ეძებს სამსახურს ან ეძებს და მზად არ არის სამუშაოს დასაწყებად, ის ეკონომიკურად არააქტიურს მიეკუთვნება. ამასთან დასაქმებულებს მიეკუთვნებიან ასევე ის ადამიანები, რომლებიც შინამეურნეობების დამხმარეები არიან, ისინი თვითდასაქმებულთა კატეგორიაში გადიან, მიუხედავად იმისა, რომ ანაზღაურებას შეიძლება საერთოდაც არ იღებდნენ და არც თვლიდნენ საკუთარ თავს დასაქმებულად.

გთავაზობთ უმუშევრობის დონის მიხედვით ქვეყნების რეიტინგებს, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მიღებული მონაცემების მიხედვით, სადაც მონაცემების ბოლო განახლება მოხდა 2020 წლის 17 თებერვალს. უმუშევრობის მაჩვენებლები აღებულია 2018 წლის მიხედვით, რადგან ქვეყნების უმეტესი ნაწილის მონაცემები სწორედ ამ წლისაა და მხოლოდ მცირე ნაწილის მონაცემებია მიღებული ბოლო 2019 წლის მიხედვით.
უმუშევრობის დონე (შსო-ს მიხედვით) - ადამიანი, რომელიც საანგარიშო პერიოდში იყო უმუშევარი, ეძებს სამსახურს და მზად არის დაიწყოს მუშაობა; ხოლო უმუშევრობის დონე გამოითვლება უმუშევართა რაოდენობის შეფარდებით 15 წლისა და უფროსი ასაკის ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობასთან (დასაქმებულებს + უმუშევრები).



ამავე პერიოდში ყველაზე მაღალი უმუშევრობის დონე ჰქონდათ: კოსოვოს (29.4%), ჩრდილოეთ მაკედონიას (20.7%), საბერძნეთს (19.3%), ბოსნია და ჰერცოგოვინას (18.4%), ესპანეთს (15.3%), მონტენეგროს (15.2%).

რაც შეეხება საქართველოსა და მის მეზობელ ქვეყნებს, 2018 წლის უმუშევრობის მაჩვენებლები შემდეგია: აზერბაიჯანი (4.9%), რუსეთი (4.9%), თურქეთი (10.9%), საქართველო (12.7%) და სომხეთი (20.4%)