04.მარტი .2021 22:40

ევროპის წამლების ასოციაცია Sputnik V-ის ავტორიზაციის პროცესს იწყებს

ევროპის წამლების ასოციაცია Sputnik V-ის ავტორიზაციის პროცესს იწყებს
views 623
უკან

ევროპის წამლების ასოციაცია  კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსულივაქცინის Sputnik V-ის ავტორიზაციის პროცესს ისწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ევროპის წამლების ასოციაცია შეაფასებს ვაქცინის ეფექტიანობას და ასევე იმას თუ რამდენად არის ვაქცინა ევროკავშირის სტანდარტებთან თანხვედრაში, თუმცა ამ ეტაპზე ევროპის წამლის ასოციაციას უჭირს ზუსტი თარიღის დასახელება, როდის დასრულდება ვაქცინის შესწავლა.

არსებული ინფორმაციით Sputnik V კორონავირუსის წინააღმდეგ 91.6%-იანი ეფექტიანობით გამოირჩევა. ამდროისთვის ვაქცინა 40-მდე ქვეყანაში გამოიყენება, თუმცა მსურველების რიცხვი სტაბილურად იზრდება.