მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპის წამლის სააგენტო ადასტურებს, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტიანია

60538266f1bbf
თამთა ჯიჯავაძე
18.03.21 20:39
3639
ევროპის წამლის სააგენტომ (EMA) დაადასტურა, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტიანია. ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა.

როგორც BBC წერს, ევროპელი მარეგულიებლების დასკვნით, „ასტრაზენეკას“ კოვიდ-ვაქცინას უფრო მეტი სარგებლის მოტანა შეუძლია, ვიდრე საფრთხის.

გარდა ამისა, EMA-ს განცხადებით, ვაქცინის თრომბოემბოლიურ გართულებებთან კავშირი ვერ დადგინდა. თუმცა, უწყებაში ამბობენ, რომ საკითხის შესწავლას გააგრძელებენ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამაც განაცხადა, რომ ვაქცინა უსაფრთხოა და ქვეყნებს მისი გამოყენების გაგრძელებისკენ მოუწოდა.

ცნობისთვის, ბოლო კვირის განმავლობაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენება ევროკავშირის არაერთმა ქვეყანამ შეაჩერა. მიზეზად ისინი ვაქცინის გამოყენების შემდეგ, ერთეულ შემთხვევებში თრომბოემბოლიური გართულებების გამოვლენას ასახელებდნენ.