მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპის წამლის სააგენტო: AstraZeneca-ს ვაქცინასა და "თრომბის იშვიათ შემთხვევებს" შორის კავშირია

606dc8b23e31f
ნათია თაქთაქიშვილი
07.04.21 20:27
1154
ევროპის წამლის სააგენტომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინასა და „თრომბის ძალიან იშვიათ შემთხვევებს“ შორის შესაძლო კავშირი დაადგინა, თუმცა სააგენტო აღნიშნავს, რომ კოვიდ-ვაქცინის სარგებელი მნიშვნელოვნად აღემატება მის თანამდევ ეფექტებს. ამის შესახებ CNN წერს.

ევროპის წამლის სააგენტო აღნიშნავს, რომ ის პირები, ვინც ვაქცინაციას AstraZeneca-თი გადაწყვეტენ, აუცილებლად ინფორმირებულები უნდა იყვნენ თრომბოემბოლიის განვითარების რისკების შესახებ, რომელიც ვაქცინის მიღებიდან, დაახლოებით, 2 კვირაში შეიძლება განვითარდეს.

„აღსანიშნავია, რომ იმ მონაცმემების მიხედვით, რომელიც ჩვენ შევისწავლეთ, თრომბოემბოლიის შემთხვევები 60 წლის ქვემოთ აცრილ პირებში, დაახლოებით, 2 კვირის ვადაში განვითარდა. ამ ეტაპზე გვიჭირს დავასახელოთ რა შეიძლება გახდეს თრომბოემბოლიის განვითარების რისკფაქტორი“, - აღნიშნულია ევროპის წამლების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, ევროპის წამლის სააგენტო ვაქცინირებულ ადამიანებს ურჩევს, მაშინვე მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს, თუკი გამოუვლინდათ რომელიმე სიმპტომი.