მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპის ყველაზე მზიანი, თოვლიანი და წვიმიანი ქალაქები

640de1342668d
თამთა ჯიჯავაძე
13.03.23 00:00
1658
World Weather Online-ის მონაცემებზე დაყრდნობით, „ევრონიუსმა“ ევროპის ყველაზე მზიანი, თოვლიანი და წვიმიანი ქალაქების რეიტინგი შეადგინა. მიუხედავად იმისა, რომ ამინდი ცვალებადია, მოგზაურებს აღნიშნული რეიტინგები სასურველი მიმართულების შერჩევას გაუმარტივებს.

ყველაზე მზიანი ქალაქები ესპანეთსა და იტალიაშია. TOP-30 ყველაზე მზიან ქალაქს შორის 12 ქალაქი ესპანეთში, ხოლო 11 - იტალიაში მდებარეობს.

TOP-10 ყველაზე მზიანი ქალაქის რეიტინგი კი ასე გამოიყურება:

1. ალიკანტე - ესპანეთი
2. კატანია - იტალია
3. მურსია - ესპანეთი
4. მალაგა - ესპანეთი
5. მესინა - იტალია
6. ვალენსია - ესპანეთი
7. ნიცა - საფრანგეთი
8. ლას-პალმასი - ესპანეთი
9. გრანადა - ესპანეთი
10. პალერმო - იტალია.

რაც შეეხება ყველაზე თოვლიან ქალაქებს ევროპაში, პირველ ადგილს რეიტინგში ესტონეთის დედაქალაქი ტალინი იკავებს. სრული TOP-10-ის რეიტინგი კი შემდეგნაირად გამოიყურება:

1. ტალინი - ესტონეთი
2. ვილნიუსი - ლიეტუვა
3. ერფურტი - გერმანია
4. ტურკუ - ფინეთი
5. ჰელსინკი - ფინეთი
6. კიევი - უკრაინა
7. კაუნასი - ლიეტუვა
8. გრენობლი - საფრანგეთი
9. რიგა - ლატვია
10. ინსბრუკი - ავსტრია.

და ბოლოს გთავაზობთ, ყველაზე წვიმიანი ევროპული ქალაქების TOP-10-ეულს:

1. ბერგენი - ნორვეგია
2. სანდერლენდი - დიდი ბრიტანეთი
3. გლაზგო - დიდი ბრიტანეთი
4. ბრაშოვი - რუმინეთი
5. აუგსბურგი - გერმანია
6. მილანი - იტალია
7. ბელფასტი - დიდი ბრიტანეთი
8. სუონსი - დიდი ბრიტანეთი
9. ლიონი - საფრანგეთი
10. ვიგო - ესპანეთი