მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპისკენ შებრუნებულ საქართველოს შეუძლია ჩვენი მეგობრობის იმედი ჰქონდეს - ემანუელ მაკრონი

640a37ef39b87
BM.GE
09.03.23 23:41
1012
ევროპისკენ შებრუნებულ საქართველოს შეუძლია საფრანგეთის მეგობრობის იმედი ჰქონდეს, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი twitter-ში წერს. ის ბოლო დღეებში საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

"ქართველებმა გაგვაგონეს თავიანთი ერთგულება დემოკრატიული ღირებულებების, პრესისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართ.

ევროპისკენ შებრუნებულ საქართველოს შეუძლია საფრანგეთის მეგობრობის იმედი ჰქონდეს", - წერს მაკრონი.