მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ევროპულ საქართველოს" საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებასთან დაკავშირებით კითხვები აქვს

5e9d92afdea3b
ვიქტორია მღებრიშვილი
20.04.20 17:35
1653
"ჩვენ საბოლოოდ მაინც მოვუსმენთ მთავრობის არგუმენტებს ბევრ იმ კითხვასთან დაკავშირებით რაც გვქვს", - განაცხადა საპარლამენტო ოპოზიციის „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა BM.GE-ის იმ კითხვის საპასუხოდ, რომელიც საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით პარტიის პოზიციას შეეხებოდა.

როგორც ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, ის რეკომენდაციები, რომელსაც მოსახლეობის 95% ასრულებს, ამავე ნაწილისთვის საგანგებო მდგომარეობის გარეშეც  მისაღები იქნებოდა. აქედან და ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, „ევროპულ საქართველოს“ კითხვები აქვს, რაზეც პასუხებს მთავრობის წარმომადგენლებისგან ელის.

„ამ დროისთვის, რაც არის ნათელი, არის ის, რომ საგანგებო მდგომრეობის პარალელურად არაფერი არსებითი არ გაუკეთებია მთავრობას  იმ სოციალური ტვირთის შესამსუბუქებლად, რაც ჩვენს მოქალაქეებს დაატყდათ სახლში ჯდომით, როდესაც შამოსავლები ან სრულად დაკარგეს ან მნიშვნელოვნად შეუმცირდათ და ასევე, არ გამოუცხადებიათ გეგმა, როგორ უნდა ვიაროთ ამ შეზღუდვებისას, რა არის ის კრიტერიუმები, რომლებიც საბოლოო ჯამში, უნდა დაკმაყოფილდეს, რომ შეზღუდვები ნელ-ნელა მოიხსნას. ამ მძიმე სოციალური ეკონომიკური მდგომარეობიდან თანდათან გამოსვლა დავიწყოთ.

ამას დაემატა ბოლო დღეების განმავლობაში 2 მნიშვნელოვანი საკითხი:

პირველი - მოქალაქეების 90-95% ისედაც დაიცავდა ფიზიკურ დისტანცირებას, საგანგებო მდგომარეობის შემოღების გარეშე და მისი შემოღება განპირობებული იყო დარჩენილი 5%-10%-ისთვის - ურჩი მოსახლეობისთვის. ამ დროს, რასაც ვუყურებთ ის არის, რომ ეს 90-95% ისედაც იჯდა სახლში და დანარჩენების მიმართ მთავრობამ კანონი ვერ აღასრულა, მაშინ რა მნიშვნელობა აქვს ასეთ საგანგებო მდგომარეობას თუ მას სხვადასხვა ინტერპრეტაცია ექნება მოქალაქეებში.

მეორე - უსაფრთხოების საკითხი. საგანგებო მდგომარეობის დროს ხდება მკვლელობები; კომენდანტის საათის დროს როდესაც ქუჩაში არავინ უნდა იყოს გაიძარცვა კოკა იგნატოვის სახლი ქობულეთში; დანით მოკლეს ადამიანი; პოლიციის შემთხვევითი ტყვიით კვდება სახლში მყოფი ქალბატონი და ასევე ცარიელ ქალაქში საჯარო შენობა - ბიბლიოთეკა გადაწვა ადამიანმა და თან აჩვენა სოციალური მედიით ლაივში. როდესაც ეს ხდება, მარტივი შეკითხვა ჩნდება ისევ და ისევ - 95% ზარალობს და შიმშილის წინაშე დგება იმისათვის, რომ მთავრობა თავის ფუნქციებს სათანადოდ არ ასრულებს. მაშინ კითხვაა - თუკი, საგანგებო მდგომარეობა ასე უსისტემოდ უნდა აღსრულდეს, რამდენად მიზანშეწონილია ასეთი საგანგებო მდგომარების მიღება საერთოდ?!  ამაზე უნდა ილაპარაკოს მთავრობამ.

"ევროპული საქართველო" არ აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ ფიზიკური დისტანცირების და სხვა შემზღუდავი ღონისძიებების აუცილებლობას, რაც განპირობებულია საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიზნებიდან გამომდინარე. უბრალოდ, კითხვის ნიშანი ისმევა იმასთან დაკავშირებით, რომ ამას კანონმორჩილი მოქალაქეები საგანგებო მდგომარეობის გარეშეც ვიცავთ და ვინც არ იცავს, იმათთვის მაინც არც ვრცელდება. ჩვენ ვისჯებით და რა აზრი აქვს?!“, - ამბობს ზურაბ ჭიაბერაშვილი.