მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპული ქვეყნები, სადაც ელექტროენერგია ყველაზე ძვირია - სად არის საქართველო რეიტინგში?

600b1d14f0f1c
თამთა ჯიჯავაძე
23.01.21 00:32
2999

ევროპაში ელექტროენერგია ყველაზე ძვირი გერმანიაშია, სადაც 1კვტ.სთ ელენერგია საშუალოდ 0.3043 ევროს შეადგენს. მეორე ადგილზე კი დანიაა 0,2833 ევროთი. ელექტროენერგიის ფასების მიხედვით, ევროპული ქვეყნების რეიტინგს Eurostat-ი აქვეყნებს.

რეიტინგში საქართველო ბოლო სამეულშია უკრაინასა და კოსოვოსთან ერთად. როგორც Eurostat-ის მონაცემებშია აღნიშნული, საქართველოში 1 კვტ.სთ ელენერგია 0.0663 ევროა. უკრაინაში კი 0.0446 ევრო ღირს.

გთავაზობთ პირველ ათეულს ფასების სიდიდის მიხედვით:

გერმანია - 0,3043 ევრო/კვტ.სთ

დანია - 0.2833 ევრო/კვტ.სთ 

ბელგია - 0.2792 ევრო/კვტ.სთ

ირლანდია - 0.2413 ევრო/კვტ.სთ

ესპანეთი - 0.2239 ევრო/კვტ.სთ

იტალია - 0.2226 ევრო/კვტ.სთ

დიდი ბრიტანეთი - 0.2203 ევრო/კვტ.სთ

კვიპროსი - 0.2133 ევრო/კვტ.სთ

პორტუგალია - 0.212 ევრო/კვტ.სთ

ლიხტენშტეინი - 0.2115 ევრო/კვტ.სთ.