მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ევროპული საქართველო" კულტურის, მეცნიერების, განათლების და სპორტის სამინისტროს გაყოფას მხარს არ დაუჭერს

5e2570bc04db5
ინგა მურუსიძე
20.01.20 13:17
1113
„ევროპული საქართველო“ გაყოფას მხარს არ დაუჭერს.

როგორც bm.ge-ის პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტის წევრმა სერგო რატიანმა განუცხადა, კულტურის სამინისტროს ცალკე გამოყოფით მთავრობა ბიუროკრატიულ ხარჯებს ზრდის.

„კვლავ იზრდება ბიუროკრატიული ხარჯები და  2012 წლის შემდეგ წელიწადში სხვადასხვა ბიუჯეტებიდან უკვე მილიარდზე მეტი იხარჯება. ის, რომ კულტურა არაეფექტურად იმართება, აბრალებენ იმას, რომ ცალკე არ არის სამინისტრო. სინამდვილეში, მათი არაეფექტური მართვა არანაირ კავშირში არ არის იმასთან, ცალკე უწყება იქნება თუ - არა. იზრდება ბიუროკრატიული ხარჯები საარჩევნო წელიწადს, რადგან მათ უნდათ თანხების არამიზნობრივი ხარჯვა, როგორც ეს იყო წინა წლებში პარტიული შეხვედრების დასაფინანსებლად. ამ საკითხზე საუბრობდნენ, თუმცა როგორც ჩანს, ახლა იხელთეს დრო და გააქვთ ეს საკითხი“, - განაცხადა სერგო რატიანმა.

მისივე თქმით, მთავრობა არათანმიმდევრულია, ვინაიდან მცირე მთავრობის შექმნა უნდოდათ, რაც ვერ გააკეთეს და ახლა საარჩევნო წელიწადს უნდათ, რომ თანხები გამოიყენონ საარჩევნო ღონისძებების დასაფინანსებლად.

სერგო რატიანს მიაჩნია, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო არ უნდა გაიყოს. დეუტატის კულტურის სამინისტროს ცალკე არსებობის საჭიროებას ვერ ხედავს. 

„უწყება უნდა იყოს ერთად. დიდი ბიუროკრატიული ხარჯები არაფერში გვჭირდება, რადგან ეს არის შემაფერხებელი ფაქტორი ეკონომიკური განვითარებისთვის“, - განაცხადა სერგო რატიანმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს ცალკე უწყებად მხოლოდ კულტურის სამინისტრო გამოეყოფა, ხოლო სპორტი კვლავ უწყების შემადგენლობაში დარჩება.

როგორც bm.ge-ის პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გენადი მარგველაშვილმა განუცხადა, ამ საკითხზე გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრი იღებს, თუმცა მსჯელობა ნამდვილად მიმდინარეობს, რასაც მთავრობის ადმინისტრაციაშიც ადასტურებენ.