მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ევროპული საქართველო": მთავრობა პირდაპირ შესყიდვებს ახლადშექმნილ კომპანიებს უფორმებს

5eac033eaa0d8
შოთა ტყეშელაშვილი
01.05.20 15:43
1516
პარტია “ევროპული საქართველო” COVID-19-ის ფონზე, მთავრობის მიერ პირდაპირი შესყიდვების კონტრაქტების რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. პარტია აღნიშნავს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაფორმებული კონტრაქტების ნაწილი არის დადებული ისეთ კომპანიებთან, რომლებიც პანდემიის გამოცხადების შემდეგ შეიქმნა, შესაბამისად, მათ წარსული გამოცდილება არ ჰქონდათ, ეს კი აჩენს კითხვის ნიშნებს იმასთან დაკავშირებით თუ რამდენად გამჭვირვალე კრიტერიუმებით მოხდა მათი შერჩევა.

საკითხზე დღეს ბრიფინგი გამართეს “ევროპული საქართველოს” წევრებმა ლევან თარხნიშვილმა და ბესო დონაძემ, რომლებმაც ეს კონტრაქტები წარადგინეს: 

შპს შილდი დარეგისტრირდა 2020 წლის 10 აპრილს ხოლო ჯანდაცვის სამინისტრომ ხელშეკრულება გაუფორმა 2020 წლის 15 აპრილს 90 000 ლარის ოდენობით;
შპს ტნკ დარეგისტრირდა 2020 წლის 12 თებერველას, ჯანდაცვის სამინისტრომ ხელშეკრულება გაუფორმა 13 აპრილს 40 000 ლარის ღირებულების ოდენობით;
შპს ელიტ მედიკალი დარეგისტრირდა 2020 წლის 12 მარტს, ჯანდაცვის სამინისტრომ ხელშეკრულება გაუფორმა 15 აპრილს 700 000 ლარის ღირებულებით.

“საყურადღებოა ის ფაქტი, რომ აღნიშნული კომპანიები არ იძებნებიან ინტერნეტ სივრცეში და არ არიან რეგისტრირებულნი სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში, შესაბამისად არ აქვს მსგავსი საქმიანობის გამოცდილება, აღნიშნულიდან გამომდინარე ჩნდება კითხვები რა კრიტერიუმებით მოხდა ამ კომპანიების შერჩევა და როგორ იქნა მოძიებული საქართველოს ბაზარზე,”- განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.

ამასთანავე, არიან კომპანიები, რომელთაც გაუფორმდათ ხელშეკრულებები, ხოლო მათი მფლობელები არიან "ქართული ოცნების" შემწირველები. მაგალითად:

შპს weekend-ს ჯანდაცვის სამინისტრომ გაუფორმა 1 329 680 დოლარის ღირებულების ხელშეკრულება. კომპანიის დამფუძნებელმა ბონდო გოლეთიანმა 2018 წელს 25 000 ლარი შეწირა სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიას.

შპს ჯეოფერუმს ჯანდაცვის სამინისტრომ ერთ პირთან მოლაპარაკებით გაუფორმა 521 700 ლარის ღირებულების, აღნიშნული კომპანიის დამფუძნებელმა ლევან ლურსმანაშვილმა 2016-18 წლებში ქარტულ ოცნებას შეწირა 35 000 ლარი ასევე საყურადღებოა ის ფაქტიც რომ კომპნიის ძირითად საქმიანობა მითითებულია ლითონის-მეტალის რეალიზაცია

"კიდევ ერთი პირდაპირი შესყიდვა რომელიც გაფორმდა, დადებულია შპს დოქტორ გუდსთან, რომლის 49%-იანი წილის მფლობელიც არის “სტარტაპ საქართველო”, რომელიც თავისმხრივ, სახელმწიფო საინვესტიციო ფონდის - “საპარტნიორო ფონდის” საკუთრებაა. კომპანიას 750 000 ლარის შესყიდვა გაუფორმდა," - აღნიშნავენ პარტიაში.