მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ევროპული საქართველო” მთავრობას მოუწოდებს, კარგი ეპიდსიტუაციის ქვეყნებთან ფრენები დაუყოვნებლივ აღადგინოს

5eff2bdf90bc7
BM.GE
03.07.20 16:58
602
“ევროპული საქართველო” მთავრობას კარგი ეპიდსიტუაციის ქვეყნებთან ფრენების დაუყოვნებლივ აღდგენისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოს მთავრობის დაპირების მიუხედავად რეგულარული ფრენების პირველი ივლისიდან არგანახლების გამო ჩვენი ქვეყნის ტურიზმისთვის უმნიშვნელოვანესმა ავიაკომპანია „ვიზ ეარმა“ ქუთაისში საკუთარი ბაზა დახურა და ფრენები გაურკვეველი ვადით გააუქმა. დღეს, „ვიზ ეარმა“ ახალი ბაზა გახსნა უკრაინის ქალაქ ლვოვში. ჩვენთვის ცნობილია, რომ საქართველოს მთავრობა განიხილავს შესაძლებლობას, რომ რეგულარული ფრენები ევროკავშირის იმ წევრ ქვეყნებთანაც კი სადაც კარგი ეპიდსიტუაციაა, არ აღდგეს არც აგვისტოში და არც სექტემბერში.

იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა მიიღებს ამგვარ გადაწყვეტილებას და რეგულარული ფრენები არ აღდგება დაუყოვნებლივ, სრულიად შესაძლებელია, რომ სამი მილიარდი დოლარი, რომელიც ჩვენს ეკონომიკაში ტურიზმიდან შემოდის და რომელზეც ათეულ ათასობით სამუშაო ადგილია სრულიად დაიკარგოს.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მგზავთა რაოდენობით ავიაკომპანია „ვიზეარი“ საქართველოში პირველ ადგილზეა. ქუთაისის აეროპორტმა კი - მიუხედავად იმისა, რომ გეგმიური ორი მილიონი მგზავრიდან ჯერ კიდევ შორსაა - 800 ათასზე მეტი მგზავრი გაატარა.

ამ ზიანის შესამცირებლად კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მთავრობას, დაუყოვნებლივ აღადგინოს რეგულარული საჰაერო მიმოსვლა ევროკავშირის იმ წევრ ქვეყნებთან, სადაც ეპიდსიტუაცია შეფასებულია როგორც კარგი - მაგალითად ბალტიის ქვეყნებთან, პოლონეთთან, დანიასთან და ა.შ.“,- აღნიშნავს პარტიის წევრი გიორგი კანდელაკი.