„ევროპული საქართველო“ პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს, - ამის შესახებ პარტიის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.
„როგორც იცით, მიუხედავად ძალიან მძიმე საარჩევნო პერიოდისა და მიუხედავად ძალიან მძიმე დარღვევებით ჩატარებული დღისა, საარჩევნო საღამოს ჩვენ მაინც ვიყავით ძალინ ფრთილი და თავშეკავებული არჩევნების საბოლოო შეფასებაში და ვამბობდით, რომ დაველოდებოდით ხმების დათვლას.
სამწუხაროდ, იმას რაც შემდეგ მოხდა საარჩეცვნო კომისიებში, არ დატოვა კითხვის ნიშანი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი არჩევნები ჩატარდა 31 ოქტომბერს. არჩევნები, სადაც სრული სიმძლავრით მუშაობდა ორკესტრირებული გაყალბების სისტემის მანქანა, არჩევნები, რომლის გაყალბებაშიც ჩართული იყო ერთად პარტიული, სახელმწიფო და კრიმინალური სტრუქტურები. არჩევნები, სადაც ადამიანებს აშინებენ, კრიმინალები, სუს-ი და ადგილობრივი ხელისუფლება პოლიციის სრული უმოქმედობის ფონზე, ვერ ჩაითვლება თავისუფალ არჩევნებად. არჩევნები, სადაც არის ამომრჩევლის მოსყიდვა და გვაქვს ასეულობით ხელით გადაკეთებული ოქმი, ვერ ჩაითვლება სამართლიან არჩევნებად.
ამიტომ, ჩვენი შეფასება არის აბსოლიტურად მკაფიო, არჩევნები იყო არც თავისუფალი და არც სამართლიანი და ეს არჩევნები არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. შესაბამისად, ჩვენ ყველამ მივიღეთ ერთსულოვანი გადაწყვეტილება, ევროპული საქართველო უარს ამბობს შევიდეს პარლამენტში, რომლის არჩევის ლეგიტიმურობასაც ჩვენ არ ვაღიარებთ და უარს ვამბობთ მონაწილეობა მივიღოთ მეორე ტურებში.
ეს არ არის რიგითი პროტესტი ან ბოიკოტი, ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით და ვუჭერთ პარლამენტში მონაწილეობას და აქტიურობას, მაგრამ დღეს საქმე გვაქვს სახელმწიფო გაყალბების მანქანასთან და ხალხის ნების ფუნდამენტურად დამახინჯებასთან. ამას ჩვენ არ შევეგუებით, მე მივმართავ სხვა ოპოზიციურ პარტიებს და იმედი მაქვს, რომ მათგანაც სწრაფად მივიღებთ მათ შეფასებასა და პოზიციას", - განაცხადა ბაქრაძემ.
"ევროპული საქართველო" სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც ანალოგიური გადაწყვეტილებისკენ მოუწოდებს.
როგორც ცნობილია, პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს პარტია "ლელოც".
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა