რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, საერთაშორისო სავალუტო ბირჟაზე ევროს გაუფასურების ძლიერი ტენდენცია გაჩნდა, რომელმაც მიმდინარე კვირას ერთგვარ კულმინაციას მიაღწია და ამერიკულმა დოლარმა ევროსთან მიმართებით 5 წლის ყველაზე მყარ ნიშნულს მიაღწია.
23 თებერვალს ერთი ევროს სანაცვლოდ 1.131 დოლარის შეძენა იყო შესაძლებელი, 5 მაისს კი ვალუტის გაცვლითი კურსი 1.053-მდე შემცირდა - ამ მოკლე პერიოდში ევრო დოლართან მიმართებით დაახლოებით 7%-ით გაუფასურდა.
ევროს გაუფასურება რამდენიმე ძირითადი ფაქტორითაა განპირობებული, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი კი რეგიონში გეოპოლიტიკური ვითარების მკვეთრი გაუარესება და ომის დაწყებაა.
ისეთი აშკარა ფაქტორების გარდა, როგორიც რეგიონში არასტაბილურობის გაჩენა, მიწოდების ჯაჭვის პრობლემების გამწვავება და რისკის დონის ზრდაა, ვალუტის კურსზე გავლენას ნეგატიური მოლოდინები და პროგნოზებიც ახდენს. მოკლევადიან პერსპექტივაში, ინვესტორები ფიქრობენ, რომ ენერგოპროდუქტების, სურსათისა და საქონლის მკვეთრად გაძვირების ფონზე, ევროზონის მასშტაბით ინფლაციის დონე ზრდას განაგრძობს, ევროპის ცენტრალური ბანკი კი მის გაკონტროლებას მონეტარული პოლიტიკის მკვეთრად გამკაცრების გარეშე ვერ შეძლებს, რაც, თავის მხრივ, შესაძლოა, ნეგატიურად აისახოს ეკონომიკური ზრდის ტემპზე და გაზარდოს ევროკავშირის მასშტაბით სტაგფლაციის განვითარების რისკები. საგულისხმოა, რომ გასულ თვეს ევროზონაში წლიურმა ინფლაციის დონემ 7.5%-იან ნიშნულს მიაღწია; ევროკავშირის ქვეყნების ეკონომიკური ზრდის საშუალო ტემპი კი დაახლოებით 0.2%-ით შემცირდა.
ევროპის მასშტაბით არასტაბილური ვითარების ფონზე, ძლიერდება ამერიკული დოლარის, როგორც ყველაზე უსაფრთხო და მყარი სარეზერვო ვალუტის ნარატივი, რაც მკაფიოდ აისახება DXY ინდექსის ზრდაზე - ომის დაწყებიდან დღემდე ამერიკული დოლარის ზოგადი ინდექსი 8.7%-ით გაიზარდა. აღნიშნული ინდექსი უცხოური ვალუტების კალათასთან მიმართებით ამერიკული დოლარის სიძლიერეს ასახავს, მისი ზრდა იმაზე მიუთითებს, რომ დოლარი უცხოურ ვალუტებთან მიმართებით მყარდება, შემცირება - პირიქით.
ინვესტორთა მოლოდინის დოლარის სიმყარის შესახებ აძლიერებს აშშ-ის ფედერალური რეზერვის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებისა და რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით გაზრდის შესახებ.
ზემოაღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ დოლარსა და ევროს შორის შემდეგი მიმართებაა: მძიმე გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ვითარების ფონზე, ევრო სიმყარეს კარგავს, ამერიკული დოლარი კი პოზიტიური მოლოდინების ფონზე სიმყარეს იძენს, როგორც ზოგადად უცხოური ვალუტების, ასევე ევროს მიმართ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი