მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროს კურსი, 2017 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ ნიშნულზეა

5d8de2ed23022
მიხეილ ხაჩიძე
27.09.19 14:18
1567
ევროპული ბიზნეს-პორტალების ცნობით, სავაჭრო კვირის ბოლოს, ევრო დროებით 1.0905 აშშ დოლარამდე დაეცა.

ჯერ კიდევ, პარასკევს დილით, ევრო სტაბილურობას ინარჩუნებდა და ერთი ევრო 1.0922 დოლარად იყიდებოდა, დაახლოებით იგივე მაჩვენებელი იყო ხუთშაბათსაც.

აღსანიშნავია, რომ ევროპულმა ცენტრალურმა ბანკმა (ECB) ბოლოს, საანგარიშო კურსი 1.0938 აშშ დოლარად ხუთშაბათს განსაზღვრა.

ბაზრის დამკვირვებლები, უპირველეს ყოვლისა, ევროს სისუსტის მთავარ მიზეზად ECB-ის მონეტარულ პოლიტიკას მიიჩნევენ.