საბანკო ასოციაციის ინფორმაციით, საქართველოში სავალუტო სესხები 3-4%-ით გაძვირდა. მიზეზი ამერიკის ფედერალური რეზერვისა და ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებაა, რა ეფექტიც ქართულ ბაზარს ბოლო რამდენიმე თვეა გადმოეცემა. მაღალია საპროცენტო განაკვეთი ლარში სესხებზეც, თუმცა სავალუტო სესხებისგან განსხვავებით, მოლოდინია, რომ საქართველოს ცენტრალური ბანკის მხრიდან მონეტარული პოლიტიკის შერბილებასთან ერთად მიმდინარე წელს ეროვნულ ვალუტაში სესხებზე საპროცენტო განაკვეთი დაიკლებს.
„თუ ლარში უფრო პოზიტიურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოლოდინები არის შემცირებისკენ, უცხოურ ვალუტაში პრაქტიკულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საპროცენტო განაკვეთები წელს ან არ შემცირდება, ან კიდევ გაიზრდება. ეს მოლოდინები ძირითადად არის ორიენტირებული იმ მოვლენებზე, რომ უცხოურ ვალუტაში, ევროში და დოლარში უკვე გაიზარდა საპროცენტო განაკვეთები. ასევე შესაძლებელია ევროში კიდევ ვიხილოთ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება. ჯერჯერობით არ გაუცხადებია აშშ-ს ფედერალურ რეზერვს დოლარში საპროცენტო განაკვეთის ზრდა.
მთლიან პორტფელთან მიმართებით 0,5%-ია სულ ცვლილება [საპროცენტო განაკვეთების ზრდით], მაგრამ შეთავაზებების კუთხით დაახლოებით 3-4%-ით უკვე გაიზარდა საპროცენტო განაკვეთები. ამასთან, არსებულ სესხებზეც მზარდი ხასიათი აქვს უკვე საპროცენტო განაკვეთებს, რადგან მაქსიმალურ ზღვრებსაც გადაცდა იმ რესურსის ღირებულება, რაც საბანკო სექტორს აქვს“,-აცხადებს ალექსანდრე ძნელაძე.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ეროვნული ვალუტის სესხებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთი დღეს თითქმის 18%-ს შეადგენს, 7%-ს აღწევს უცხოურ ვალუტაში სესხებზე საპროცენტო განაკვეთები.
„თუ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი შემცირებას დაიწყებს, ამას შესაძლოა მიჰყვეს საპროცენტო განაკვეთების შენელება, თუმცა ეროვნული ბანკის განცხადებებიდან გამომდინარე ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ეს წლის პირველ ნახევარში იყოს, სავარაუდოდ ეროვნული ბანკი ამას გააკეთებს წლის მეორე ნახევარში, თუ დაინახავს იმას, რომ ინფლაცია უფრო სწრაფად უახლოვდება მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს, მაშინ უნდა ველოდოთ წელს, რომ ერთი პროცენტული პუნქტით შეამცირებს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს და ეს გადაეცემა საბაზრო საპროცენტო განაკვეთებს, განსაკუთრებით წლის ბოლოსკენ“,-აცხადებს ლაშა ქავთარაძე.
შეგახსენებთ, რეფინანსირების განაკვეთი 11%-ს შედგენს. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი განახლებულ მაჩვენებელს 29 მარტის სხდომის შემდეგ გაასაჯაროებს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი