მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროზონა კრიზისის პარალელურად, ახალ პრეზიდენტს ეძებს

5ee267007cbc0
თამთა ჯიჯავაძე
11.06.20 21:25
1102
ევროზონის 19 ფინანსთა მინისტრი გაერთიანების ახალ პრეზიდენტს არჩევს. როგორც ევროჯგუფში განაცხადეს, ისინი ელოდებიან განაცხადების მიღებას აღნიშულ პოზიციაზე 9 ივლისამდე. პარალელურად ევროზონაში ინტენსიურ მოლაპარაკებები მიმდინარეობს 750 მილიარდ ევროიან ფისკალურ პროგრამასთან დაკავშირებით, რამაც რეგიონს კორონავირუსის კრიზისიდან გამოსვლაში უნდა დაეხმაროს.

ევროჯგუფის ამჟამინდელი პრეზიდენტი მარიო სენტენო პოტუგალიის მთავრობიდან წავიდა, სადაც ის 2015 წლიდან ფინანსთა მინისტრის პოსტს იკავებდა. ევროჯგუფის პრეზიდენტობისთვის კი აუცილებელია აპლიკანტი იყოს მოქმედი ფინანსთა მინისტრი.

ამ დროისთვის სამი პოტენციური კანდიდატია ევროჯგუფის ხელმძღვანელის პოსტზე: ესპანეთის ფინანსთა მინისტრი, ლუქსემბურგის ფინანსთა მინისტრი და ირლანდიის ფინანსთა მინისტრი.