მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროზონაში ინფლაცია 6.1%-მდე შემცირდა

64786eaa1f68e
გიორგი თოლორდავა
01.06.23 14:27
466
ევროზონის მასშტაბით სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი შენელდა. კერძოდ, აპრილში წლიური ინფლაციის დონემ 6.1% შეადგინა, რაც 0.9 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა თვის მაჩვენებელზე.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას (CPI), რომელიც არ ითვალისწინებს სურსათისა და ენერგორესურსების ფასებს, აღნიშნული მაჩვენებელი 0.3 პროცენტული პუნქტით, 5.3%-მდე შემცირდა.

აპრილში წლიური ინფლაციის მოსალოდნელზე მეტად შემცირება მსოფლიოს მასშტაბით ნავთობისა და გაზის გაიაფებითაა განპირობებული, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი ბუნებრივი აირის ღირებულებაა, რომელიც ერთწლიან ჭრილში თითქმის 75%-ითაა შემცირებული.