მიმდინარე წლის ივნისში ევროზონაში წლიურმა ინფლაციის დონემ 8.6%-იან ნიშნულს მიაღწია, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია და მნიშვნელოვნად აღემატება ანალიტიკოსების მოლოდინებს.
ევროსტატის განმარტებით, ინფლაციის დონის ზრდის ძირითადი განმაპირობებელი მიზეზი ენერგორესურსების 40%-ით გაძვირება და სურსათის ფასების თითქმის 10%-ით ზრდაა.
ინფლაციის საპასუხოდ, მიმდინარე თვეს ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებაა პროგნოზირებული. სავარაუდოდ, ECB რეფინანსირების ძირითად განაკვეთს -0.5%-იანი ნიშნულიდან 0%-მდე გაზრდის.
აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი უმსხვილესი ამერიკული ბანკი - Morgan Stanley მიმდინარე წლის მეოთხე კვარტლიდან ევროზონაში რეცესიის განვითარებას ანუ ეკონომიკის შემცირებას პროგნოზირებს.
ბანკის უფროსი ანალიტიკოსების შეფასებით, რეცესია შედარებით მსუბუქი ფორმებით განვითარდება და მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) შემცირება მხოლოდ ორი კვარტლის განმავლობაში გაგრძელდება, რაც რეცესიად კვალიფიცირებისთვის აუცილებელი მინიმალური პერიოდია.
Morgan Stanley-ის მიერ წარმოდგენილი განახლებული პროგნოზის თანახმად, რეცესია, უმეტესწილად, რუსეთის მიერ გაზისა და ნავთობის მიწოდების შეზღუდვით იქნება განპირობებული, რაც, საბოლოო ჯამში, ეკონომიკური ზრდის ტემპის შემცირებას გამოიწვევს.
აღსანიშნავია, რომ ევროპის ცენტრალური ბანკი 2022 წელს რეცესიას არ პროგნოზირებს. ECB-ის პრეზიდენტის კრისტინ ლაგარდის განცხადებით, ამჟამინდელი მონაცემების გათვალისწინებით, რეცესიის განვითარების რისკები ჯერაც დაბალია, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, ECB მზად არის, რომ სწრაფად იმოქმედოს და შესაბამისი ზომები მიიღოს.
ECB-ის პროგნოზით, 2022 წელს ევროზონის ეკონომიკა 2.8%-ით გაიზრდება, ხოლო 2023 წელს მშპ-ის ზრდის მაჩვენებელი 2.1%-ს შეადგენს. რაც შეეხება ფასების ზრდის დონეს, ცენტრალური ბანკის ვარაუდით, 2022 წლის ბოლოსთვის ინფლაცია 6.8%-იან ნიშნულამდე შემცირდება, ხოლო 2023 წელს სამომხმარებლო ფასების ზრდის დონე 3.5%-ის ფარგლებში იქნება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი