მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროზონაში ინფლაციის დონე რეკორდულ ნიშნულზეა

626e312b04ed3
გიორგი თოლორდავა
01.05.22 11:29
2627
მიმდინარე წლის აპრილში ევროზონაში წლიურმა ინფლაციის დონემ 7.5%-იან ნიშნულს მიაღწია, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.

ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, ინფლაციის რეკორდული ზრდის ტემპი უკვე მეექვსე თვეა გრძელდება - მარტში აღნიშნული მაჩვენებელი კი 7.4%-ს შეადგენდა.

ევროზონაში სამომხმარებლო ფასების ზრდის ძირითად მიზეზად ეკონომისტები პანდემიას, რუსეთ-უკრაინის ომს და მსოფლიოს მასშტაბით ენერგოპროდუქტების, სურსათისა და საქონლის მკვეთრ გაძვირებას ასახელებენ. მხოლოდ ენერგოპროდუქტების საშუალო ღირებულება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 38%-ითაა გაზრდილი.

ევროსტატის ცნობით, ევროკავშირის 19 ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის საშუალო ტემპი დაახლოებით 0.2%-ითაა შემცირებული, რაც ძირითადად, ინფლაციას უკავშირდება.

ინფლაციის დონის რეკორდულ ნიშნულამდე ზრდის ფონზე, ანალიტიკოსები უახლოეს მომავალში ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას პროგნოზირებენ.