ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურის წინასწარი შეფასებით, გასული 2022 წლის IV კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ევროზონის ეკონომიკა 1.9%-ით გაიზარდა, აღნიშნული მაჩვენებელი 0.3 პროცენტული პუნქტით ნაკლებია ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ მაჩვენებელზე და 0.4 პპ-ით ჩამოუვარდება III კვარტლის შედეგს.
საერთო ჯამში, 2022 წლის I კვარტალში ევროზონის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებელი 5.1%-ს შეადგენდა; II კვარტალში ეკონომიკა 0.3%-ით გაიზარდა; ხოლო III კვარტალში მშპ-ის ზრდა 2.3% იყო.
რაც შეეხება სამომხმარებლო ფასების ზრდის დონეს, ამ მიმართულებით კლების ტენდენცია ფიქსირდება. კერძოდ, დეკემბერში წლიურმა ინფლაციის დონემ 9.2% შეადგინა, რაც 0.9 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა თვის მაჩვენებელზე.
დეკემბრის თვეში ინფლაციის მოსალოდნელზე მეტად შემცირება მსოფლიოს მასშტაბით ნავთობისა და გაზის გაიაფებითაა განპირობებული, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი ბუნებრივი აირის ღირებულებაა, რომელიც ერთთვიან ჭრილში თითქმის 50%-ითაა შემცირებული.
ცნობისთვის, რეკორდული ინფლაციის მოსათოკად და ევროს მკვეთრი გაუფასურების შესაჩერებლად, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის აგრესიული ტემპით გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო. ECB-ის კომიტეტმა დეკემბერში რეფინანსირების განაკვეთი დამატებით 50 საბაზო პუნქტით, 2%-იან ნიშნულამდე გაზარდა.
ინფლაციის ტემპის შენელების ფონზე, ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ ECB-ის კომიტეტის მომდევნო სხდომაზე ცენტრალური ბანკი მონეტარული პოლიტიკის არა 75 საბაზო პუნქტით, არამედ 50-25-ით გამკაცრების გადაწყვეტილებას მიიღებს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი