31.ივლისი .2020 19:25

ევროზონის GDP მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 12.1%-ით შემცირდა

views 383
უკან

ევროზონის GDP მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 12.1%-ით შემცირდა, რაც ისტორიული მაჩვენებელია. ეკონომიკის შემცირება კორონავირუსის გავრცელების შედეგად დაწესებულ შეზღუდვებს უკავშირდება.

კორონავირუსის პანდემიის გამოწვეული შეზღუდვების დაწესების გამო საფრანგეთის ეკონომიკა მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 13.8%-ით შემცირდა.

„მშპ-ის ნეგატიური განვითარება საყოველთაო კარანტინის რეჟიმის დაწესებასა და არაარსებითი საქმიანობის შეჩერებას უკავშირდება“, - აღნიშნეს სტატისტიკის სამსახურში.

მონაცემების თანახმად, კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივმა მოხსნამ საფრანგეთში სიტუაცია მაისსა და ივნისში ოდნავ გააუმჯობესა.

ესპანეთის სტატისტიკის ეროვნული ინსტიტუტის მონაცემებით, კორონავირუსის პანდემიის გავრცელების შედეგების გამო 2020 წლის მეორე კვარტალში ქვეყნის ეკონომიკა 18.5%-ით შემცირდა, რაც ისტორიული მაჩვენებელია.

იტალიის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შედეგების გამო, იტალიის ეკონომიკა მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 12.4%-ით შემცირდა. უწყებაში აღნიშნავენ, რომ 1995 წლიდან ეს GDP-ის ყველაზე მკვეთრი შემცირებაა.

აღსანიშნავია, რომ ევროპის წამყვან ეკონომიკებში მეორე კვარტალში მშპ-ის მკვეთრი შემცირება დაფიქსირდა. კერძოდ, გერმანიის ეკონომიკა 10.1%-ით შემცირდა, პორტუგალიის - 18.5%-ით, ხოლო ავსტრიის - 12.2%-ით.

Eurostat-ის მონაცემებით, ივლისში ინფლაციის მაჩვენებელი ევროზონაში ოდნავ გაიზარდა და 0.4% შეადგინა.