მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ე.წ. ბოქსში განთავსებული 4 პაციენტის კორონავირუსზე აღებული ნიმუშების პასუხები ხვალ იქნება

5e3328076c35b
BM.GE
30.01.20 22:57
1134
ე.წ ბოქსში განთავსებული 4 პაციენტის კორონავირუსზე აღებული ნიმუშების შესახებ ლუგარიდან პასუხები ხვალ დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი. ამის შესახებ bm.ge-ს ბოქსირებული განყოფილების გამგემ მარინა ენდელაძემ განუცხადა.

„შემოწმება სხვადასხვა ვირუსზე კეთდება და დაახლოებით 12-დან 24 საათამდე საჭიროა ხოლმე. ვფიქრობ, ხვალ, დღის მეორე ნახევარში გვექნება ინფორმაცია. ამჟამად პაციენტების მდგომარეობა არ გაუარესებულა, დამაკმაყოფილებელია, არ არის მძიმე. ახლა ოთხი პაციენტია ე.წ ბოქსში. მათ ორს - ჩინელ ბავშვებს A ტიპის გრიპი დაუდგინდათ. მათი მასალებიც არის წაღებული ლუგარში და სავარაუდოდ A ტიპის გრიპი იქნება მათი საბოლოო პასუხი. დანარჩენი 2 ქართველია, უბრალოდ ჩინეთიდან არიან ჩამოსულები“, - განაცხადა ბოქსირებული განყოფილების გამგემ.

შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ ჩინეთის მოქალაქეები გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მანქანებით ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც სწრაფი ტესტი ჩაუტარდათ. როგორც მოგვიანებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, საქართველოში კორონავირუსი ამ ეტაპამდე არ დაფიქსირებულა.