მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ე.წ. “ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკამ” ე.წ. “აფხაზეთის რესპუბლიკის” დამოუკიდებლობა აღიარა

6229f349cd71f
შოთა ტყეშელაშვილი
10.03.22 16:40
1439
რუსეთის მიერ დამოუკიდებელ სუბიექტად აღიარებულმა ე.წ. "ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკამ" რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის "დამოუკიდებლობა აღიარა". შესაბამისი ბრძანება დღეს "ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის" დე ფაქტო ლიდერმა ლეონიდ პასეჩნიკმა გამოსცა. 

"ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჩაატაროს მოლაპარაკებები აფხაზურ მხარესთან დიპლომატიური კავშირების დასადგენად“, -ნათქვამია რუსეთის მიერ ოკუპირებული ლუგანსკის დე ფაქტო ლიდერის ე.წ. "ბრძანებაში". 

"აღიარებასთან" ერთად, ე.წ. "დამოუკიდებელმა" სუბიექტებმა ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობებიც დაამყარეს.