მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ე.წ. "ოქროს ბირჟა" იხურება - "ჩვენთან 600 ადამიანი მუშაობს"

5e70e1b351dd0
ანი ციხისთავი
17.03.20 19:03
9126
ხვალიდან “თბილისი ცენტრალში” განთავსებული სავაჭრო ქსელი, ე.წ. „ოქროს ბირჟა“ მუშაობას წყვეტს.

"ხვალიდან ვიხურებით. ჩვენთან 600 ადამიანი მუშაობს და ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, მათივე უსაფრთხოებისთვის ასე უმჯობესია”, - განუცხადა BM.GE-ის “თბილისი ცენტრალში” არსებული ოქროს ბირჟის გენერალურმა დირექტორმა ეთერ ყიფიანმა ისაუბრა.

ყიფიანის თქმით, დახურვის გადაწყვეტილება „ოქროს ბირჟის“ ხელმძღვანელობამ თავად მიიღო და ეს სახელმწიფოს მხრიდან დაკისრებული ვალდებულება არ ყოფილა.

მისივე განცხადებით, მართალია, „ოქროს ბირჟაზე“ სისუფთავე დაცულია, მაგრამ უსაფრთხოების გარანტია მაინც არ არსებობს.

“უკვე 1 თვეა, ისედაც ძალიან შემცირდა გაყიდვები, ყველა ერიდება ხალხმრავალ ადგილებს. ვინც შემოდის, ისიც არ ვიცით, რამდენად ჯანმრთელია, ამიტომ სანამ რამე მოხდება, გვირჩევნია, ჩვენმა დასაქმებულებმა გარკვეული დროით დაისვენონ”, - აცხადებს ოქროს ბირჟის გენერალური დირექტორი.

ეთერ ყიფიანის განცხადებით, ამ ეტაპზე ოქროს ბირჟის დახურვა 1 აპრილამდე იგეგმება, თუმცა, შესაძლოა, ეს პერიოდი გახანგრძლივდეს, რადგან ჯერ არ იციან, იმ დროისთვის რა სიტუაცია იქნება ქვეყანაში.

რაც შეეხება იჯარის თანხას, „ოქროს ბირჟის“ მენჯმენტში ამბობენ, რომ მოიჯარეებს მარტის იჯარის ფული უკვე გადახდილი აქვთ და შესაბამისად, ამ თანხას მუშაობის განახლების შემდეგ დაუქვითავენ.