04.სექტემბერი .2020 11:15

ე.წ. "დონას" კლასტერს 12 ახალი ინფიცირებული შეემატა

views 372
უკან

ე.წ. დონას კლასტერს 12 ახალი ინფიცირებული შეემატა, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისი თქმით, სულ ე.წ. დონას კლასტერი სულ 36 ადამიანს მოიცავს.

„დღეს გვაქვს 28 ახალი დადასტურებული შემთხვევა, მათგან 12 - არის „დონას“ კლასტერთან დაკავშირებული და ჯამში ამ კლასტერს 36 დადასტურებული შემთხვევა უკავშირდება, 3 არის დაავადებულთან კონტაქტი, 3 არის რუსთავის „ავერსის“ კლინიკის თანამშრომელი, 2- შემოტანილი შემთხვევა, მათგან 1 სატვირთოს მძღოლია, 4-ს აქვს მოგზაურობის ისტორია აჭარაში და 4-ზე მიმდინარეობს ეპიდკვლევა, კონტაქტების მოძიების და წყაროს დადგენის მიზნით“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თქმით, ამ ეტაპზე ცხელების ცენტრებში სულ მკურნლობს 275 პაციენტი, მათგან 16 მძიმეა, ხოლო 3 ძალიან მძიმე.