13.მარტი .2018 20:00

ე.წ. "საპოლიციო გამოსახლებების" 7-წლიანი სტატისტიკა

ე.წ.
views 3204
უკან

2010-2015 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტრომ არამართლზომიერი პირი 3 295 ერთეული უძრავი ქონებიდან გამოასახლა/გამოიყვანა.

აღნიშნული ინფორმაცია BM.ge-ის შს სამინისტრომ მიაწოდა.

რაც შეეხება, 2016-2017 წლების სტატისტიკას ანუ მას შემდეგ რაც, 2015 წლის ბოლოს პარლამენტის გადაწყვეტილებით ე.წ. „საპოლიციო გამოსახლების“ წესი გაუქმდა, შსს-მ სულ 8 გამოსახლება განახორციელა. კერძოდ, 2016 წელს გამოსახლების/გამოყვანის ღონისძიება განხორციელდა 7 შემთხვევაში, 2017 წლის 1 იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით კი - 1 შემთხვევაში.

შეგახენებთ, 2015 წლის დეკემბრის ბოლოს მერვე მოწვევის პარლამენტის გადაწყვეტილებით, უძრავ ნივთზე საკუთრების ხელყოფის აღკვეთის ადმინისტრაციული მექანიზმები - საპოლიციო და სააღსრულებო, გაუქმდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა