05.მაისი .2020 12:31

„ე.წ. უკონტაქტო ეკონომიკა მკვიდრდება მსოფლიოში” - თიბისის საცალო ბიზნესის დირექტორი

views 410
უკან

“ჩემი აზრით, დისტანცირების ფონზე, როცა ადამიანების ქცევა რადიკალურად შეიცვალა, შეიძლება ითქვას კიდეც, რომ ე.წ. უკონტაქტო ეკონომიკა მკვიდრდება, მთელს მსოფლიოში, რაც ახალია“, - ამის შესახებ “საქმიანი დილის” ეთერში "თიბისის" საცალო ბიზნესის დირექტორმა თორნიკე გოგიჩაიშვილმა ისაუბრა.

„სოციალურად დისტანცირების ფონზე, შეუძლებელი გახდა სხვადასხვა სერვისების მიღება. თუ აქამდე ფიზიკური არხები იყო დომინანტური, დღეს, ფაქტობრივად, მოსახლეობის ქცევა რადიკალურად იცვლება და გაცილებით მეტი მოთხოვნაა ციფრულ და დისტანციურ მომსახურებაზე. შეიძლება ითქვას კიდეც, რომ ე.წ. უკონტაქტო ეკონომიკა მკვიდრდება, ჩემი აზრით, მთელს მსოფლიოში, რაც ახალია. იყო შედარებები და პარალელები 2008 წელთან, როცა ფინანსური კრიზისი იყო აბსოლუტურად განსხვავებული კონტექსტით. დღეს ჩვენ მსგავსი სიტუაცია არ გვაქვს, ამიტომ მნიშვნელოვანია, პოზიტიური მესიჯები გვქონდეს”, - ამბობს თორნიკე გოგიჩაიშვილი

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა