მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ე.წ. ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე სასამართლო პროცესი 25 თებერვლამდე გადაიდო

5e410ee353aff
ინგა მურუსიძე
10.02.20 12:11
1057
ე.წ. ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე სასამართლო პროცესი 25 თებერვლამდე გადაიდო, - ამის შესახებ bm.ge-ის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის, ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის ადვოკატმა კახა წერეთელმა განუცხადა. 

ადვოკატის თქმით, მოსამართლეს მან მიმართა შუამდგომლობით, რომ ავთანდილ წერეთლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პროცესი გადადებულიყო და მოსამართლემ შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ამასთან, მისივე ინფორმაციით, ამჟამად ავთანდილ წერეთელი კლინიკაში რჩება და მკურნალობს.

ცნობისთვის: ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ბრალი ოფიციალურად 2019 წლის ივლისში წაუყენეს. საქართველოს გენერალური პროკურატურა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ჯგუფურად 16.7 მლნ დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ადანაშაულებს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ საბანკო ოპერაციას. საქმეში ერთ-ერთი ფიგურანტია tv “პირველის“ მფლობელის მამა ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი.

მიმდინარე წლის აგვისტოში სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საბანკო ანგარიშების დაყადაღების შესახებ. პროკურატურამ ამ ზომას უწოდა „დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ეკვივალენტების დაყადაღება“.

„თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებლებს აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული აქვთ 700 000-700 000 ლარის გირაო.