07.სექტემბერი .2020 16:00

ე.წ. ხოფას ბაზრობაზე კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა

views 515
უკან

ბათუმში, ე.წ. ხოფას ბაზრობაზე კორონავირუსი გამოვლინდა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„ხოფის ბაზრობაზე დაფიქსირდა კორონავირუსი. ინფიცირებული უკვე გადაყვანილია კლინიკაში და გადის მკურნალობას. თავად ბაზრობა დღეს დაკეტილია, ისინი ისვენებენ და ხვალიდან ხოფის ბაზრობის თანაშრომლების ტესტირება მოხდება “, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი განმარტებით, პაციენტი დღეს გამოვლენილ 34 ინფიცირებულს შორის არ არის.