მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლების პროექტში „არქი“ აქტიურ ჩართულობას არ გეგმავს - ხეცურიანი

6475c014ae7fd
ვიქტორია მღებრიშვილი
30.05.23 15:45
2049
დეველოპერული კომპანია „არქის“ გენერალური დირექტორის განცხადებით, კომპანია ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლების პროექტში აქტიურ ჩართულობას არ გეგმავს. ამის შესახებ შიო ხეცურიანმა BM.GE-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლების ერთ-ერთი პროექტი „არქიმ“ უკვე დაასრულა და მერიას ჩააბარა.

„მერიასთან თანამშრომლობით ჩვენ "ხრუშჩოვკების" ჩანაცვლების ერთ-ერთი პროექტი, ექსპლუატაციაში მივიღეთ და რა ვალდებულებაც ჩვენ გვქონდა, გადავეცით მერიას. აღნიშნული სახის პროგრამები სოციალური პასუხისმგებლობა და გარკვეულწილად ბიზნესიცაა. ვერ ვიტყვი, რომ ამ მიმართულებით "არქი" მომავალში აქტიურად ჩაერთვება, თუმცა გარკვეულ პროექტებში მონაწილეობას არ გამოვრიცხავთ“, - განაცხადა ხეცურიანმა.

ცნობისთვის: ე.წ ხრუშჩოვკების ჩანაცვლების პროგრამა თბილისის მერის კახა კალაძის 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების პროგრამის ნაწილი იყო. „ხრუშჩოვკის" ტიპის ბინების ჩანაცვლებას მერია კერძო სექტორს გარკვეული პირობების სანაცვლოდ სთავაზობდა, თუმცა ბიზნესთან თანამშრომლობით მხოლოდ ერთი პროექტი დაიწყო, რომელსაც კომპანია “არქი” ახორციელებდა. ვარკეთილში “არქის” კონკრეტული მიწის ნაკვეთი გადაეცა, სადაც ჯამში ხუთი საცხოვრებელი კორპუსი აშენდა.